სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
90 18 აპრილი 2024, 18:19

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „ქრონიკას“ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა განუცხადა.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით. სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, - აღნიშნა ანი წიკლაურმა.

როგორც ცნობილია „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს აქციის მონაწილეების მხრიდან მუდმივად ზეწოლის ფონზე უხდებათ მუშაობა. აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხელით ეხებიან როგორც „იმედის“ ჟურნალისტებს, ისე ტელევიზიის ინვენტარს, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან ევროკავშირის დროშით აღჭურვილი ადამიანები.

აღსანიშნავია, რომ ძალადობას აქციის ორგანიზატორებიდან არავინ ემიჯნება. დუმს მესამე სექტორი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლევან ნიკოლეიშვილი: რუსებს ებრძვის და რუსია, გამჭვირვალეობას ქადაგებს და გაუმჭვირვალეა, პარადოქსია არა? გიორგი ონიანი არის აგენტი, შესაბამისად, ის უბრალოდ თავისი თავის გადარჩენას „ჩალიჩობს“
ირაკლი კობახიძე: შანტაჟის ენა არ ჭრის არც ქართველი ხალხის და არც ამ ხელისუფლების მიმართ, იმიტომ, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს დამოუკიდებელი, სუვერენული ხელისუფლება და ხალხს აქვს ღირსება
ირაკლი კობახიძე: პოლიტიკური უმცირესობა ვერავითარ არსებით ტურბულენტობას ვერ გამოიწვევს, მოვუწოდებ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, შეეგუონ არჩევნებში დამარცხებას და მათი მეგობარი NGO-ების გამჭვირვალობას
შსს: ამ დროისთვის მიმდინარეობს პოლიციის კორდონების გაყვანა და აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ პროტესტი გამოხატონ მათთვის სასურველ ადგილზე - მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და აქციის მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი
ედიშერ გვენეტაძე: ვინც კონსტიტუციის ფარგლებიდან გადის ის ბავშვი არ არის, ისინი არიან სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთაც სურთ საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა! ხელისუფლებაში სისხლიანი რეჟიმის დაბრუნება!
არქივი