მოძრაობები „ჯიუტი“ და „დაფიონი“ პარლამენტთან აქციებს სხვადასხვა დროს აანონსებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
73 18 აპრილი 2024, 17:07

მოძრაობები „ჯიუტი“ და „დაფიონი“ დღეს პარლამენტთან აქციას გამართავენ. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან აქციებს სხვადასხვა დროს აანონსებენ.

მოძრაობა „ჯიუტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია: „დღეს, საღამოს რვა საათზე, პარლამენტის წინ ჯიუტი წინააღმდეგობა გრძელდება“.

„დაფიონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კი ნათქვამია, რომ პარლამენტთან შვიდ საათზე შეიკრიბებიან.

„გაემზადეთ, მეგობრებო. დღეს ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ და არ უნდა დავიშალოთ, ვიდრე მიზანს არ მივაღწევთ“, – აღნიშნულია „დაფიონის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში რამდენიმე დღეა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციები ტარდება. აქციის მონაწილეები ითხოვენ მთავრობის შეცვლასაც.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ქართველ ხალხს სურს ევროპული მომავალი, საქართველო გზაჯვარედინზეა, ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს
სალომე ზურაბიშვილი - გულანთებულ ახალგაზრდებს მივმართავ, რომ რაღაცები არ არის საჭირო, დაანებეთ თავი პარლამენტის კარს, იქ არაფერი აღარ ხდება
სახალხო დამცველი - მნიშვნელოვანია, აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები არ გასცდნენ საქართველოს კონსტიტუციით დაცული მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს
შსს - შსს-ს დანაყოფების მიერ პარლამენტის ტერიტორიის დატოვების შემდეგ, აქციის მონაწილეები გახდნენ აგრესიულები, მოვუწოდებთ მათ, მშვიდად გამოხატონ პროტესტი
რობერტ სტურუა: გამჭვირვალობის კანონის მიღებით და თანხების გამჭვირვალობით გარე აქტორებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის, მართვის, რევოლუციების მოწყობის ბერკეტები ჩამოერთმევათ
არქივი