ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, პოლ ჰილბერს შეხვდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 18 აპრილი 2024, 15:59

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (სსფ) და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს, პოლ ჰილბერს შეხვდნენ.

სებ-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდის ფაქტორებს, ასევე იმ დადებით შედეგებს, რომელიც გატარებული ეკონომიკური პოლიტიკით იქნა მიღწეული. ხაზი გაესვა ქვეყანაში ფინანსური ბაზრების განვითარებას, ფინანსური სექტორის მდგრადობასა და რეგიონულ გაფართოებას.

ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ფასების სტაბილურობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯზე და აღნიშნა, რომ ინფლაცია მიზნობრივზე დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. მისივე თქმით, იმპორტის ზომიერი ზრდის ფონზე, საგარეო სექტორის ბალანსი კვლავ მდგრადია ექსპორტის, მათ შორის IT და მომსახურების სექტორის ზრდის ხარჯზე.

„სავალუტო ბაზარზე სტაბილური ვითარება ნარჩუნდება, რაც საშუალებას გვაძლევს, განვაგრძოთ რეზერვების დაგროვება. ეროვნული ბანკი განაგრძობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლას, თუმცა ფრთხილად აანალიზებს ახალ მონაცემებს და ითვალისწინებს არსებულ რისკებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის უცხოური ვალუტის სესხების ლიმიტის 400 ათას ლარამდე გაზრდის გადაწყვეტილებას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები – ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ლალიაშვილი, ასევე ფინანსთა მინისტრის მოადგილეები – ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იუსტიციის სახლთან მოქალაქესა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
გადაუდებელი დახმარების ცენტრი: საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია 20 ბრიგადა, ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს
მამუკა მდინარაძე: რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, შეწყვიტონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება გამოიყენოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა
ალექსანდრე დარახველიძე: თუკი რომელიმე პრირის ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ გამოძიებას და მოვახდენთ ყველა შესაბამის რეაგირებას
არქივი