ირაკლი ზარქუა: ჩვენ ხალხის ეროვნული ინტერესები უნდა დავიცვათ - ომში არ ჩავერთოთ, არ გაიხსნას მეორე ფრონტი, ევროპაში ქართული ინტერესების დაცვით შევიდეთ, არ ვაპირებთ, რამე შეიცვალოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 18 აპრილი 2024, 14:06

ჩვენ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესები უნდა დავიცვათ - ომში არ ჩავერთოთ, არ გაიხსნას მეორე ფრონტი, იყოს ეკონომიკური ზრდა და ევროპაში ქართული ინტერესების დაცვით შევიდეთ, არ ვაპირებთ, რამე შეიცვალოს, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, შეინიშნება, რომ ახალგაზრდების ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი.

„ჩვენ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესები უნდა დავიცვათ. რა არის ეს? ომში არ ჩავერთოთ, მეორე ფრონტი არ გაიხსნას, იყოს ეკონომიკური ზრდა და ევროპაში ქართული ინტერესების დაცვით შევიდეთ. არ ვაპირებთ, რაიმე შეიცვალოს. მეორე მოსმენისას რამე დასახვეწი თუ იქნება, დავხვეწთ. ქართველ ხალხს ავუხსენით, რას გულისხმობს ცვლილებები და ისინი იმდენად ვერ შეიყვანეს შეცდომაში, მაგრამ შეინიშნება, რომ ახალგაზრდების ნაწილი შეცდომაშია შეყვანილი. მათ ვეუბნებით, რომ ეს არის არა რუსული კანონი, არამედ ქართული და საქართველოს ინტერესების გამტარებელი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გივი მიქანაძე - პროტესტის ფორმა მშვიდობიანი გამოხატულებით ყოველთვის დაცულია, პოლიცია თავის სიმაღლეზე დგას
კახა კალაძე: ის რაც გუშინ ვიხილეთ, ყველაფერს აცდენილია - არც ევროპულობაა, არც ევროპული ღირებულებები. ეს არის უბრალოდ რადიკალიზმი
ილჰამ ალიევი: 21-ე საუკუნეში ჩვენ ვერ მივცემთ საშუალებას ზოგიერთ დიდ ევროპულ ქვეყანას, სხვა ქვეყნებს მოექცნენ, როგორც კოლონიებს
კახა კალაძე: როდესაც ხარ მშვიდობიანი მოქალაქე, შეგიძლია გააპროტესტო მშვიდობიანად, მაგრამ როდესაც მოუწოდებ ახალგაზრდებს ბლოკირება გაუკეთონ საკანონმდებლო ორგანოს, ეს არის ძალიან მძიმე და კატეგორიულად მიუღებელი
ცოტნე ანანიძე ოპოზიციას: როცა ყველაზე დიდ შეკრებას „რუსულ მარშს“ ეძახი ეს არის ქვეყნისთვის ანტიევროპული საქმე
არქივი