ცოტნე ანანიძე: აუტსაიდერი ელისაშვილი ცდილობს, უკრაინაში რაიმე თანამდებობა მიიღოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 18 აპრილი 2024, 14:00

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან, ცოტნე ანანიძე, საქართველოს პარლამენტსა და დედაქალაქში გამართულ აქციებზე განვითარებულ მოვლენებს, ასევე პარლამენტარ ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებებს ეხმაურება.

იგი აცხადებს, რომ აუტსაიდერი ელისაშვილი „ნაცებთან“ ერთად უნისონში ცდილობს, უკრაინაში, არახამიას გუნდში, თანამდებობის მიღებას.

„ყველამ ვნახეთ ელისაშვილის მუხანათური საქციელი პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე, მომხსენებლის მიმართ. მოვისმინეთ მისი განცხადებები, რომ მიმდინარე აქციები არის მშვიდობიანი. ამ ფონზე კი, გუშინ, ხალხს მოუწოდებდა „მომაწექითო“ და ცდილობდა, სამართალდამცველების კორდონის გარღვევას.

აქციები ბევრი გვინახავს, მონაწილეებიც ვყოფილვართ, მათ შორის მეც, მაგრამ გუშინ რაც ვნახეთ, ზოგიერთი პოლიტიკოსის მხრიდან არასახელმწიფოებრივი, დესტრუქციული ქმედებებისკენ მოწოდებები არ ემსახურებოდა მშვიდობას.

აუტსაიდერ ალექსანდრე ელისაშვილს პრაქტიკულად არანაირი შანსი არ აქვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და „ნაცებთან“ ერთად უნისონში, „ნაცებივით“ ცდილობს არჩევნების შემდეგ რაიმე თანამდებობას გამოჰკრას ხელი უკრაინაში. იცით თქვენ, იგი არაერთხელ იმყოფებოდა უკრაინაში და სამხედრო მომზადებაც გაიარა შარშან წინ. თუ შევხედავთ ანალიტიკური თვალსაზრისით, ელისაშვილის არაადეკვატური განცხადებები და ქმედებები არის ლუსტრაცია მისი მცდელობისა, რაიმე თანამდებობა მიიღოს არახამიას გუნდში“, - აცხადებს ცოტნე ანანიძე.

უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებით, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და სჯერა, ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს, 2024 წლის არჩევნებზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გახარია - “რუსული კანონის” ოფიციალურად მიღებამდე მისი აღსრულება უკვე დაიწყო - ივანიშვილი ასრულებს თავის დაპირებას: აღკვეთოს განსხვავებული აზრი და დევნოს ოპონენტები
პრეზიდენტი - მივმართავ შს მინისტრს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა - სირცხვილია შენ ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია
ჯანდაცვის სამინისტრო: ინფორმაცია, თითქოს აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადების არასაკმარისი რაოდენობა იმყოფება, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად
პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე კვლავ დაძაბული ვითარებაა - სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს
აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენეს - ისევ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი
არქივი