კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე: დაკრავს ფეხს, გაიქცევა, ხვალ წავა საფრანგეთში, იქნება წყნარად, მშვიდად. საერთოდ არ აინტერესებს ეს ქვეყანა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 18 აპრილი 2024, 01:15

რატომ გიკვირთ მისი ეს განცხადებები, ჩვეულებრივი აგენტია, ჩვეულებრივად ასრულებს კონკრეტული ადამიანების დავალებას, რასაც უბრძანებენ იმას აკეთებს, - ამით „იმედი LIVE“-ის ეთერში დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„ის არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესს. მის ინტერესში არ შედის საქართველოს ხვალინდელი დღე. მის ინტერესში არ შედის დამოუკიდებელი, განვითარებული საქართველო. მის ინტერესში არ შედის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მომავალი. დაკრავს ფეხს, გაიქცევა, ხვალ წავა საფრანგეთში, იქნება წყნარად, მშვიდად. საერთოდ არ აინტერესებს ეს ქვეყანა. ეს ადამიანი გამოდიოდა, იმას ამბობდა, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა. ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. ჩვეულებრივი მავნებელია, მტერია ამ ქვეყნის და საზოგადოება ამას ხედავს. ძალიან კარგად აფასებს და, რა თქმა უნდა, გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაია ბითაძე ოპოზიციას: შეეშვით ადამიანების ბულინგს. ამ ქვეყანას ერთხელ გადატანილი აქვს უკვე ურთიერთდაპირისპირება და მეორედ ამის უფლებას არ მოგცემთ
დავით მათიკაშვილი: ჩვენ კიდევ ერთხელ ვიგრძენით, რომ მმართველი ძალის და ქვეყნის მოსახლეობის, საზოგადოების ინტერესი არის იგივე - ტრადიციებით და ღირსებით სვლა ევროპისკენ
ეკა სეფაშვილი: რადიკალური ოპოზიცია სასოწარკვეთილია, რადგან რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საქართველოს ამდენი გულანთებული მოქალაქე იხილა
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას: ერთი რამ იცოდეთ ძალიან კარგად, საქართველო გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ის თქვენი, „ლიბერალური ბაბლი“, რომელსაც უნდა საქართველოს ამოტრიალება. ვერ ამოატრიალებთ საქართველოს
იაგო ხვიჩიამ ოპოზიციას მიმართა - ვერ გათავისუფლდით მიშას ბატონობისგან და მოდით, ახლა მართლა გათავისუფლდით და მართლა გახსენით პოლიტიკური დისკუსია
არქივი