სპორტსმენების, მსახიობების და სხვა დარგების წარმომადგენლების მიმართ ხორციელდება უდიდესი ბულინგი. ვინ დგას ამ ბულინგის უკან, ყველასთვის ცხადია - ეს ადამიანები ჩვეულებრივი ფაშისტები არიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 18 აპრილი 2024, 01:09

სპორტსმენების, მსახიობების და სხვა დარგების წარმომადგენლების მიმართ ხორციელდება უდიდესი ბულინგი. ვინ დგას ამ ბულინგის უკან, ყველასთვის ცხადია - ეს ადამიანები ჩვეულებრივი ფაშისტები არიან, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ყველასთვის მნიშვნელოვანია მშვიდობა და მიზანი არის ევროპული მომავალი. ბიჭების, არა მხოლოდ სპორტმენებისა და ფეხბურთელების, ზოგადად - მსახიობების და სხვა დარგების წარმომადგენლების მიმართ ხორციელდება უდიდესი ბულინგი, ვერ წარმოიდგენთ რა ხდება, მათ მესიჯებში რას სწერენ, როგორი შეურაცხყოფაა... ამ ბულინგის უკან ვინ დგას, მგონი, საზოგადოებისთვის ცხადია. ეს ადამიანები თავიანთ ხელწერას ინარჩუნებენ - ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. ლიბერალიზმთან, დემოკრატიასთან და ევროპულ ღირებულებებთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ამ ყველაფერს.

ნახეთ, როგორი დამოკიდებულება იყო „იმედის“ მიმართ. ერთი არ გამოსულა ვინმე, რომ დაეგმო. მამუკა მდინარაძეს რომ ელისაშვილი მიეპარა - ნახეთ, რა განცხადებებს აკეთებენ, როგორი წახალისება მიდის. ეს კონკრეტული პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ჩვეულებრივი ფაშისტები“, - აღნიშნა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ
თაკო ჩარკვიანი - ბიძინა, შენ მე მომატყუე და ჩემისთანა ბევრი მოატყუე - ქვეყანას არ გადაგაბარებინებთ შენი შიშების გამო! აი, ეს დაიმახსოვრე, ივანიშვილო!
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციას: ღიმილისმომგვრელია, როდესაც რუსული საქმის კეთებაზე ჩვენ გველაპარაკებით, ხალხმა განსაჯოს, რა არის რუსული საქმე
სოზარ სუბარი: პირობას ვდებთ, როგორც კი არჩევნებში გავიმარჯვებთ, „ნაცმოძრაობა“ სამშობლოს ღალატის გამო აუცილებლად გასამართლდება და ეს იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი
ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში თბილისს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა ეწვია
არქივი