მიმდინარე აქციაზე დაკავებულია ორი პირი, ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ამოღებულიაცივი იარაღი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 18 აპრილი 2024, 00:28

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულია ორი პირი, ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ამოღებულიაცივი იარაღი. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულნი არიან მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე.

"აქციის მიმდინარეობისას პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები. აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, რის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 2 პირი.

სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

თითოეულ არაკანონიერ ქმედებას, დაუყოვნებლივ მოყვება სამართლებრივი რეაგირება”, - ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
რატი ბრეგაძე: სააკაშვილი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაბრუნდება, როცა მოვა ამის შესაბამისი დრო
ე.წ. წიწაკის სპრეის გამოყენების შედეგად რამდენიმე მოქალაქე დაშავდა - პარლამენტთან სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა მუშაობს
მამუკა ხაზარაძე - უმრავლესობის დეპუტატებს პირდაპირ გეუბნებით: არ მოგასვენებთ!
რატი ბრეგაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: ამ ხალხისგან არაფერია გამორიცხული, ცდილობენ შეიტანონ მაქსიმალური დაძაბულობის მუხტი - სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე, რომ დაიცვას მოსახლეობის ინტერესი
რატი ბრეგაძე: ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას და დონორსაც სურს, რომ მის მიერ შემოსული დაფინანსების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელდეს და არ იცოდეს საზოგადოებამ თუ რაში იხარჯება ფული
არქივი