ირაკლი კობახიძე: შეკრების დაშლა, საზოგადოდ, მოხდა უმაღლესი ევროპული სტანდარტებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 17 აპრილი 2024, 18:26

რაც შეეხება შეკრების დაშლას, შეკრების დაშლა, საზოგადოდ, მოხდა უმაღლესი ევროპული სტანდარტებით. იყო სამი სამწუხარო ინციდენტი, როდესაც ალბათ პოლიციელებს უმტყუნა ნერვებმა, მაგრამ რაც შეეხება თვითონ დაზიანებებს, აქაც ტყუილი თქვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „TV პირველის“ ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ხუთი ადამიანის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო, ანუ მათ დასჭირდათ ჰოსპიტალური მკურნალობა და დაზიანებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომ, რაც ეფუძნება ექიმების მიერ შედგენილ დასკვნებს. ამიტომ აქაც ტყუილებს ამბობთ. არ შეიძლება. ეს უბრალოდ მორალის ზღვარს მიღმა გადის, რასაც თქვენ ლაპარაკობთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

„TV პირველის“ ჟურნალისტის თქმით, გუშინდელ აქციაზე საკმაოდ მძიმე ფაქტები მოხდა, მათ შორის, ერთ-ერთ ადამიანს ნეკნებიც კი ჰქონდა დამტვრეული..

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვახტანგ ცინცაძე: მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 8.2% შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.8%-ს გაუტოლდა
არჩილ თალაკვაძე: „ქართულმა ოცნებამ“, საზოგადოების მხარდაჭერით, შეძლო მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვა, ევროინტეგრაციის გზაზე რეალური წარმატების მიღწევა
მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: რამდენი დღეც დასჭირდება, იმდენი დღე ვიმუშაოთ დეტალურად და კიდევ ერთხელ დაგელოდებით ან რუსული, ან ცუდი რა არის, იქნებ რომელიღაცამ ამოთქვათ რამენაირად
დიმიტრი ხუნდაძე: მთავარ პოლიტიკურ მოედანზე ნახეთ თავისუფლების, მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების მომხრე გულანთებული მოქალაქეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც მშობლების თაობასთან ერთად იცავდნენ მამულს, ენასა და სარწმუნოებას
ეკა სეფაშვილი: გამჭვირვალობის შესახებ კანონს აუცილებლად მივიღებთ, რადგან ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის
არქივი