ირაკლი კობახიძე: გუშინდელ აქციას წარმართავდნენ კეზერაშვილის ცოლის ძმა, ვინმე ჩიქოვანი, ის იყო მთავარი ორგანიზატორი ამ აქციის და ფრანკლინის კლუბის ერთ-ერთი ლიდერი, უცხოური გავლენის აგენტი, ვინმე ზიბზიბაძე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 17 აპრილი 2024, 18:15

გუშინდელ აქციას წარმართავდნენ კეზერაშვილის ცოლის ძმა, ვინმე ჩიქოვანი, ის იყო მთავარი ორგანიზატორი ამ აქციის და ფრანკლინის კლუბის, ახლა სხვა რაღაც ჰქვია, ერთ-ერთი ლიდერი, უცხოური გავლენის აგენტი ვინმე ზიბზიბაძე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, გუშინდელ აქციაზე გამოიყენებოდა აკერმანის სახელმძღვანელოს კარგად გაცვეთილი რიტუალები.

„აკერმანის შეგირდებმა ასეთი ტრიუკებით თავის დროზე მოატყუეს რამდენიმე ქვეყნის მოქალაქეები, რამაც სხვათა შორის იმ ქვეყნებში მძიმე პროცესებს დაუდო დასაბამი, თუმცა ქართული საზოგადოება დღეს საკმარისად გამოცდილია იმისთვის, რომ ასეთმა იაფფასიანმა რიტუალებმა, ტრიუკებმა მასზე გავლენა არ მოახდინოს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ილია დარჩიაშვილს ვურჩიე, გადახედოს ჩვენს დირექტივას - ევროკავშირი გეგმავს ამის გაკეთებას ისე, რომ არ მოახდინოს არასამთავრობოების სტიგმატიზაცია და უცხოური აგენტის იარლიყის მიწებება
ირმა ზავრადაშვილი ოპონენტებს - შაჰ-აბასის შემდეგ თქვენზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყოლია - უფრო მეტიც, ის თუ ფიზიკურად ანადგურებდა ქართველებს, თქვენ ახალგაზრდებს წამლავთ
რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე - ამათ, მგონი, საქართველო აშშ-ის შტატი ჰგონიათ და ჯორჯიაში ერევათ
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ
არქივი