ირაკლი კობახიძე: სინამდვილეში, ჩვენი ტერმინოლოგია არ იმეორებს რუსულ ტერმინოლოგიას და იმეორებს ევროპულს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
7 17 აპრილი 2024, 18:11

თუ საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია არის საქართველოს მთავრობის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაცია, უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია რატომ არ არის იმ უცხო ძალის მიერ დაფინანსებული და შესაბამისი ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია?! - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„სინამდვილეში, ჩვენი ტერმინოლოგია არ იმეორებს რუსულ ტერმინოლოგიას და იმეორებს ევროპულს. რაც შეეხება ჩვენს ტერმინოლოგიას, არის ასეთი ტერმინი გამოყენებული, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. ეს არის არა ტერმინი, არამედ ფაქტის კონსტატაცია. მე დისერტაცია მაქვს ამ თემაზე დაცული, თავის დროზე გერმანიაში. ყველა სახელმძღვანელოში და სამეცნიერო ნაშრომში წერია, რომ სადაც არის ფული დაკავშირებული სოციალურ პროცესებთან, პოლიტიკასთან, თუ არა პოლიტიკასთან, ნებისმიერ შემთხვევაში ფულს მიყვება გავლენა და ინტერესები. ეს წერია ელემენტარულ სახელმძღვანელოებში.

შესაბამისად, უცხოური ძალების გამტარებელი ორგანიზაცია არის არა ტერმინი, არამედ ფაქტის კონსტატაცია. ფაქტის კონსტატაციაა, რომ როცა ვიღაც გაძლევს ფულს, შენ იმ ფულს იყენებ მისი ინტერესების გასატარებლად. თვითონ ეს „ენჯეოების“ სტანდარტიც არის. მაგალითად ჩვენ რომ დავაფინანსოთ ხვალ არასამთავრობო ორგანიზაცია, მას მყისიერად უწოდებენ გონგოს. გონგო ტერმინი ნიშნავს სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციას. როგორც კი საქართველოს მთავრობა დააფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციას, შეიძლება ძალიან კარგი რაღაცები აკეთოს, ეკოლოგიას, შშმ პირებს გაუფრთხილდეს და ა.შ. მაგრამ მაშინვე აწებებენ თვითონ ეს „ენჯეოები“ გონგოს იარლიყს, რაშიც დიდი წილი სიმართლე არის.

სადაც მთავრობა აფინანსებს ორგანიზაციას, რა თქმა უნდა ამ დაფინანსებას პირდაპირ მიუყვება მთავრობის, სახელმწიფოს ინტერესები. თუ საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია არის საქართველოს მთავრობის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაცია, უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია რატომ არ არის იმ უცხო ძალის მიერ დაფინანსებული და შესაბამისი ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია?! ხომ მარტივია ლოგიკაა. იმდენი არგუმენტი გვაქვს, რომელსაც ვერ აბათილებენ. აქედან ჩანს, რომ არ არსებობს არავითარი საფუძველი, ამ კანონის გაკრიტიკების. ერთადერთი რასაც ითვალისწინებს ეს კანონი არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, წელიწადში ერთხელ ორგანიზაციებმა უნდა განათავსონ დეკლარაციები შესაბამის საიტზე. დღეს არ არის ეს ინფორმაცია გამჭვირვალე“, - აღნიშნა კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი გახარია - “რუსული კანონის” ოფიციალურად მიღებამდე მისი აღსრულება უკვე დაიწყო - ივანიშვილი ასრულებს თავის დაპირებას: აღკვეთოს განსხვავებული აზრი და დევნოს ოპონენტები
პრეზიდენტი - მივმართავ შს მინისტრს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა - სირცხვილია შენ ახალგაზრდობას დაუპირისპირდე, როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია
ჯანდაცვის სამინისტრო: ინფორმაცია, თითქოს აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადების არასაკმარისი რაოდენობა იმყოფება, არ შეესაბამება სიმართლეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად
პარლამენტის მიმდებარედ აქციაზე კვლავ დაძაბული ვითარებაა - სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს
აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენეს - ისევ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი
არქივი