შალვა პაპუაშვილი: რომ პროტესტის უფლება ყველას აქვს, გამოხატვის უფლება ყველას აქვს, ოღონდ ერთი დათქმით, ეს უნდა იყოს მშვიდობიანი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 17 აპრილი 2024, 12:26

იყო მშვიდობიანი აქცია, მშვიდობიანად მიდიოდა და მშვიდობიანად მიდიოდა მათ შორის დაშლისკენ. დაინახა რა ეს იმ ჯგუფმა, რომელიც რაციებით მომარაგებული, ზუსტად იგივე ხალხი „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“ და ის ჯგუფები, რომელიც ჩვენ ვიცით, როგორ აგნებინებდნენ ძალადობის ორგანიზებისკენ, როდესაც ნახეს, რომ სრულდებოდა დღე და იშლებოდა აქცია დაიწყეს მოწოდება ალყის შემორტყმისკენ, პიკეტირებისკენ, ჩაკეტვისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„პოლიციამ მათ მოუწოდა, რომ ის ტერიტორიები, რომლითაც იქნებოდა შესასვლელები შეზღუდული არ დაეკავებინათ და გაეთავისუფლებინათ. შემდეგ ვნახეთ, რომ იყო სროლა ბოთლებისა და სხვადასხვა ნივთების, მათ შორის პირდაპირ ეთერში ვნახეთ, როგორ ესროლეს ქვა ერთ-ერთ პოლიციელს. ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, შსს იყენებს სხვადასხვა საშუალებებს, როგორც ეს გათვალისწინებულია კანონითა და საერთაშორისო სტანდარტებით. როგორც კი ძალადობის კერა იქნა ნეიტრალიზირებული, ისევ ვნახეთ რომ მშვიდობიანად დაიშალა ბოლოს აქცია. ამიტომ მთავარი მოწოდება არის ის, რომ პროტესტის უფლება ყველას აქვს, გამოხატვის უფლება ყველას აქვს, ოღონდ ერთი დათქმით, ეს უნდა იყოს მშვიდობიანი. წერტილი. კანონის დარღვევის არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს არავის. არანაირი უფლება, რომ ჭიშკრების მტვრევა, პოლიციასთან ფიზიკურ კონტაქტში შესვლა, შეურაცხყოფის მიყენება და ა.შ. ეს არის სწორედ ანტიქართული ქცევა. რაც არაქართულია ის არის ანტიევროპული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე: ქართულ ჯარს არ ვაკადრებ გამოვეხმაურო მის პოლიტიკურ განცხადებებს, რომლებიც სრულიად შეუფერებელი იყო დღევანდელი დღისთვის და პრეზიდენტის დღევანდელი თანამდებობისთვის
30 აპრილს საქართველოს თავდაცვის ძალები პროფესიულ დღეს ზეიმობს
ბიზნესმენი ლაშა კვაჭაძე: გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის ევროპული დემოკრატიის და მმართველობის ნაწილი, რამეთუ დემოკრატიას სწორედ ინფორმირებული მოქალაქეები წარმოადგენენ ყველაზე უკეთ
დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე - ქართული საზოგადოება უკვე იმდენად გამოცდილია, პომადებით, პოლიციელთან ყვავილების მიტანით, ასეთი მარტივი ტრაფარეტული რიტუალებით ვერ მოატყუებ, ძალადობაც ძალიან კარგად ჩანს
არქივი