შალვა პაპუაშვილი - არის სურვილი, ყვირილით ჩაახშონ მსჯელობა, ეს არის დოგმატიზმის ყველაზე ცხადი მაგალითი, როცა ერთადერთი არგუმენტია, რომ „უცხოეთიდან გვითხრეს“ - ეს არის დამოუკიდებლობა, რომელიც მოვიპოვეთ 30 წლის წინ?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 17 აპრილი 2024, 12:14
პარლამენტი ქართველმა ხალხმა აირჩია იმისთვის, რომ მიიღოს ქართული კანონი და ეს პარლამენტი იღებს ამ კანონებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როცა პარლამენტს არგუმენტების გარეშე მიუთითებენ, რა მიიღოს და რა არ მიიღოს, არ არის სწორი.

„გუშინ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, რომ არის მცდელობა, ყოველგვარი მსჯელობა დაიბლოკოს. ნაცვლად მსჯელობისა, ვხედავთ სლოგანებს და არის სურვილი, რომ ყვირილით ჩაახშონ მსჯელობა. ეს არის დოგმატიზმის ყველაზე ცხადი მაგალითი, როცა ერთადერთი არგუმენტია, რომ "უცხოეთიდან გვითხრეს"... ნიშანდობლივია, რომ „ნაცმოძრაობა“ გუშინ პლებისციტის ჩატარებაზე საუბრობდა. ვკითხე კიდეც ხაბეიშვილს, ანუ რა გამოდის, თუ პლებისციტით ხალხი მიემხრობა, მაშინ, ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს რას ეუბნებიან უცხოეთიდან?! არ ყოფილა მაშინ ამოსავალი წერტილი [ეს არგუმენტი]. მე ის მიკვირს, როცა პარლამენტის წევრები საკუთარ მანდატზე ასე რომ არიან დამოკიდებულები. ხალხის წარმომადგენელი არის საქართველოს პარლამენტი, დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ ზოგიერთი რადიკალური ჯგუფებიდან, მათ შორის უცხოეთის ზოგიერთი აქტორებიდან, ეს არის აუკრძალოს პარლამენტს შეასრულოს საკუთარი საკანონმდებლო და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. პარლამენტი ქართველმა ხალხმა აირჩია იმისთვის, რომ მიიღოს ქართული კანონი და ეს პარლამენტი იღებს ამ კანონებს. და როცა უკრძალავენ მას და არგუმენტების გარეშე მიუთითებენ, რა მიიღოს და რა არ მიიღოს, არ არის სწორი. მთავარია მსჯელობა, წარმოადგინოს ყველამ არგუმენტები! გუშინ ვერაფერი მოვისმინეთ. როცა მივდივართ კითხვაზე, რატომ არ უნდა იქნას მიღებული, ერთადერთი პასუხია იმიტომ, რომ "ვიღაცამ უცხოეთში ასე თქვა". ეს არის ეს დამოუკიდებლობა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ 30 წლის წინ? ეს არის ის ქვეყანა, სადაც ხალხი არის ძალაუფლების წყარო და არა რომელიმე უცხოელი წარმომადგენელი?!“- განაცხადა პაპუაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე - ქართული საზოგადოება უკვე იმდენად გამოცდილია, პომადებით, პოლიციელთან ყვავილების მიტანით, ასეთი მარტივი ტრაფარეტული რიტუალებით ვერ მოატყუებ, ძალადობაც ძალიან კარგად ჩანს
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულების მთავარ პირობად, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მძევლების გათავისუფლებას ასახელებს
ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირი ემზადება შიდაგანხილვებისთვის, თუ როგორ მოემზადოს ახალი წევრების მისაღებად
ლევან ხაბეიშვილი - სად იყო ივანიშვილის გამოსვლაში სიყვარული? პოზიტივი? სარწმუნოება?
არქივი