რატი იონათამიშვილი: კანონპროექტის განხილვის ორმა დღემ სრული ლუსტრაცია აჩვენა და უფრო მეტად დაუკარგა სახე ოპოზიციას, რომელიც ცდილობს ძირი გამოუთხაროს ქართულ სახელმწიფოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 17 აპრილი 2024, 11:20

კანონპროექტის განხილვის ორმა დღემ სრული ლუსტრაცია აჩვენა და უფრო მეტად დაუკარგა სახე ოპოზიციას, რომელიც უკვე დიდი ხანია ცდილობს ძირი გამოუთხაროს ქართულ სახელმწიფოს და სამშობლოს.


რატი იონათამიშვილის თქმით, ოპოზიციას ღირსება არ გააჩნია.


„მათ (ოპოზიცია) არ ჰქონდათ არანაირი არგუმენტი, ისევ ეცადნენ რომ დესტრუქციითა და პროვოკაციით გასულიყვნენ ფონს, მაგრამ საბოლოო ჯამში მწარედ დამარცხდნენ“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.


პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა დღეს გაგრძელდება. ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული პროექტი პლენარულ სხდომას გუშინ მამუკა მდინარაძემ წარუდგინა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი