დავით მაღრაძე - საქართველოში პოლიტიკური დაპირისპირების რეალური მიზეზი ის არის, თუ სად იქნება ქვეყნის მართვის ბერკეტი - საქართველოს ხელისუფლებაში, თუ აშშ- ს საელჩოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 17 აპრილი 2024, 00:20
საკითხი არ დგას ევროპასა და რუსეთს შორის, ეს მოგონილი თემაა, რომელიც უნდათ, რომ ამუშაონ და მომგებიანი იყოს ოპოზიციისთვის. აქ უფრო დგას თემა - სად იქნება საქართველოს ხელისუფლების ცვლილების ბერკეტი, ქართველ ხალხში და არჩევნების გზით გადაწყდება, ვინ მოვა ხელისუფლებაში თუ აშშ-ის ელჩის კაბინეტში იდება ეს ბერკეტი - ამის შესახებ პოეტმა დავით მაღრაძემ „იმედი LIVE-ში განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას ურჩევნია, ეს ბერკეტი ელჩის კაბინეტში იდოს, იმიტომ, რომ არანაირი შანსი არ აქვს ხალხისგან, ზუსტად იციან, რომ ვერასდროს ვერ მოვლენ ამ ქვეყანაში.
„რა თქმა უნდა, ხელისუფლებას აწყობს, რომ ბერკეტი ქართველ ხალხში დარჩეს, იმიტომ, რომ ეიმედება საქართველოს ამომრჩეველი თავისი რეიტინგის გამო, თავისი გაწეული სამუშაოს გამო და იმ არჩევნების გამო, რომელიც უკვე გაიარა და ფაქტი სახეზეა, რომ მას ირჩევს საქართველოს მოსახლეობა. ამიტომ, ურჩევნია, საქართველოს მოსახლეობას ეჭიროს ხელში ეს ბერკეტი, რომელიც, მისი ნება იქნება, ვინ მოვა საქართველოს ხელისუფლებაში, როდემდე, როდის არ მოვა, როდის სხვა მოვა და როდის ძველი დარჩება. ოპოზიციას ურჩევნია, ელჩის კაბინეტში იდოს ეს ბერკეტი, იმიტომ, რომ არანაირი შანსი არ აქვს ხალხისგან, არანაირი მხარდაჭერა. ზუსტად იციან, რომ ვერასდროს ვერ მოვლენ ამ ქვეყანაში და ამდენად, უცხო ქვეყნის საელჩოში არსებული ბერკეტი ურჩევნიათ. ამ შემთხვევაში ემთხვევა საელჩოს და მათი ინტერესები. საელჩო იმ ქვეყნის წარმომადგენლობაა, რომელსაც უნდა რომ საკუთარი ინტერესები გატარდეს საქართველოში, ქართველი ერის ინტერესები კი არ უნდა“ - განაცხადა დავით მაღრაძემ.
მისი თქმით, ამ ქვეყანამ ხელი არ მოაწერა საკუთარ განადგურებაზე და ეს მათთვის იმდენად მიუღებელია, რომ ამ შემთხვევაში ერთმანეთს დაემთხვა ოპოზიციის და მათი ინტერესი. „ვერ პატიობენ ამ ხელისუფლებას, არც მეორე ფრონტი გახსნა, არც სანქციებს შეუერთდა რუსეთის მიმართ, იმ სანქციებს, რომელსაც მოითხოვდნენ, იმიტომ რომ ის სანქციები უკვე ჩვენ უბედურებას და ეკონომიკურ განადგურებას ნიშნავდა. საკუთარ განადგურებაზე ამ ქვეყანამ ხელი არ მოაწერა და ეს მათთვის იმდენად მიუღებელია, რომ ამ შემთხვევაში დაემთხვა ოპოზიციის და მათი ინტერესი ერთმანეთს, მაგრამ ეს არ არის წუთისოფლის ბოლო. ამდენი წელია ვაკვირდებით საერთაშორისო ურთიერთობებს. თუ შეგამჩნიეს, რომ მტკიცედ დგახარ და ახორციელებ ხელისუფლებას, მერე იწყებენ შენთან თანამშრომლობას. ამდენად, უნდა გაძლო, განსაცდელს გაუძლო“, - განაცხადა დავით მაღრაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ქართველებმა კარგად ვიცით ომის და ასევე კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, კარგად გვესმის რა მოაქვს ომს, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი: არსებობენ ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვიცავთ მთავარ პრინციპს, რომ „ჩვენი თავი ჩვენად უნდა გვეყუდნოდეს“
ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა საყოველთაო სახალხო შეკრებაზე (სრულად)
ბიძინა ივანიშვილი - გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი
ბიძინა ივანიშვილი: გლობალური ომის პარტია ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს, ზუსტად ასევე ანგრევდნენ ისინი საქართველოს 2004-12 წლებში ხელისუფლებაში მყოფი ქართველების ხელით
არქივი