გურამ მაჭარაშვილი: დევი ჭანკოტაძემ გააჟღერა ძალიან მზაკვრული გეგმა - პარლამენტის წევრი პროვოკაციულ განცხადებას აკეთებს და საუბრობს მსხვერპლზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 16 აპრილი 2024, 21:46

„დევი ჭანკოტაძემ გააჟღერა ძალიან მზაკვრული გეგმა - პარლამენტის წევრი პროვოკაციულ განცხადებას აკეთებს, მსხვერპლზე საუბრობს“, - ასე გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დევი ჭანკოტაძის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც თუ კანონპროექტს უკან არ გაიწვევენ, ეს ძალიან ცუდ მოვლენებს გამოიწვევს.

როგორც მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში თქვა, ოპოზიციის ნაწილი რევოლუციასა და მსხვერპლზე საუბრობს. დეპუტატის თქმით, საზოგადოება ფრთხილად იყოს.

„დევი ჭანკოტაძემ გააჟღერა ძალიან მზაკვრული გეგმა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე. ის ამბობს, რომ ეს კანონი თუ არ გაიწვიეთ, იქნება მსხვერპლი. წარმოიდგინეთ, ამაზე მეტი პროვოკაციული განცხადება - იმ გეგმას აჟღერებს, რაც შესაძლოა რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდეს. პარლამენტის წევრი, ნაცვლად იმისა, რომ საზოგადოებას მოუწოდებდეს „გააპროტესტეთ, მაგრამ მშვიდობიანად,“ პროვოკაციულ განცხადებას აკეთებს, მსხვერპლზე საუბრობს . რევოლუცია, მსხვერპლი, სისხლი, უბედურება - ეს არის ამ ხალხის გეგმა. ეს უნდა გავაჟღეროთ და ეს უნდა იყოს გამჭვირვალე. ვამხილოთ ეს ხალხი, რომ საზოგადოება იყოს ფრთხილად“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ქართველებმა კარგად ვიცით ომის და ასევე კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, კარგად გვესმის რა მოაქვს ომს, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი: არსებობენ ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვიცავთ მთავარ პრინციპს, რომ „ჩვენი თავი ჩვენად უნდა გვეყუდნოდეს“
ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა საყოველთაო სახალხო შეკრებაზე (სრულად)
ბიძინა ივანიშვილი - გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი
ბიძინა ივანიშვილი: გლობალური ომის პარტია ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს, ზუსტად ასევე ანგრევდნენ ისინი საქართველოს 2004-12 წლებში ხელისუფლებაში მყოფი ქართველების ხელით
არქივი