ჟოზეფ ბორელი: არც „ჰეზბოლა“ და არც ირანი ახლა ომისთვის მზად არ არიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 16 აპრილი 2024, 16:09
არც „ჰეზბოლა“ და არც ირანი ახლა ომისთვის მზად არ არიან, ამის შესახებ ფრანგულ Le Monde-თან ინტერვიუში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

„თავდახმის შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მითხრა, რომ სამიზნეებს მხოლოდ სამხედრო ობიექტები წარმოადგენდა და ეს იყო კონტროლირებული პასუხი. თუ ზიანის მიყენება გსურს, შენ არ აგზავნი დრონებს, რომლებიც 6 საათი იქნებიან გზაში. ამჟამად, არც „ჰეზბოლა“ და არც ირანი ომისთვის მზად არ არიან“, - განაცხადა ბორელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის პოლიტიკური ამოცანაა, თავიდან იყოს არიდებული ესკალაცია, იმიტომ რომ „რეგიონული კონფლიქტი არ შედის არავის, მათ შორის არც ღაზის სექტორის მოსახლეობის ინტერესებში“.

„მე ყოველთვის ვცდილობ, კონსენსუსზე დაფუძნებული პოზიცია წარმოვადგინო: თუ უკრაინაში ალყაში მოქცეული მოსახლეობისთვის წყალზე, ელექტროენერგიაზე და საკვებზე წვდომის შეზღუდვა საერთაშორისო სამართალს არღვევს, ეს ღაზის სექტორის შემთხვევაშიც ასეა“, - აღნიშნა ბორელმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: წლის ბოლოს საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნას ალტერნატივა არ აქვს, ევროკავშირმა უნდა დაიცვას სამართლიანობა ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს მიმართ
ირაკლი ღარიბაშვილი: უნიკალური ქართული გამოცდილების არსია, რომ პირველ რიგში ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვათ. ახალი წესრიგი თანასწორობას, მშვიდობისკენ სწრაფვას და ყველა ერის თვითმყოფადობის პატივისცემას უნდა დაეფუძნოს
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველამ ერთად დღევანდელი შეკრებით ვთქვით, რომ დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას, მშვიდობას და ღირსეულ ევროპულ მომავალს, იცოდეს ყველამ, საქართველოში არასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ „მამული, ენა და სარწმუნოება“
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ქართველებმა კარგად ვიცით ომის და ასევე კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, კარგად გვესმის რა მოაქვს ომს, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი: არსებობენ ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვიცავთ მთავარ პრინციპს, რომ „ჩვენი თავი ჩვენად უნდა გვეყუდნოდეს“
არქივი