ილია დარჩიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 16 აპრილი 2024, 13:49

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მმართველი პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტის მინისტრის მოადგილეს, ჩენ ჭოუს და დელეგაციის წევრებს შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, კულტურულ-ჰუმანიტარულ და ხალხთა შორის კონტაქტების სფეროებში თანამშრომლობის მიმართულებით. დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებში არსებული მაღალი დინამიკა და მჭიდრო პარტნიორობა.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის გასულ წელს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად შექმნილი ახალი შესაძლებლობების სრულად გამოყენების მნიშვნელობაზე, რომლის ერთ-ერთ ხელშესახებ შედეგს ორ ქვეყანას შორის 2024 წლის 10 აპრილს გაფორმებული უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს.

ჩინეთის მხარემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თავის მხრივ, ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მტკიცე და თანმიმდევრულ პოზიციას ერთიანი ჩინეთის პრინციპის მხარდაჭერის მიმართ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ქართველებმა კარგად ვიცით ომის და ასევე კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, კარგად გვესმის რა მოაქვს ომს, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი: არსებობენ ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვიცავთ მთავარ პრინციპს, რომ „ჩვენი თავი ჩვენად უნდა გვეყუდნოდეს“
ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა საყოველთაო სახალხო შეკრებაზე (სრულად)
ბიძინა ივანიშვილი - გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი
ბიძინა ივანიშვილი: გლობალური ომის პარტია ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს, ზუსტად ასევე ანგრევდნენ ისინი საქართველოს 2004-12 წლებში ხელისუფლებაში მყოფი ქართველების ხელით
არქივი