შალვა პაპუაშვილი: თუ ვიმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესებში, რომელიც არის ევროპელი ხალხი, მაშინ გზა ევროპისკენ იქნება ღია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
27 16 აპრილი 2024, 11:23

ჩვენ თუ ვიმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესებში, რომელიც არის ევროპელი ხალხი, მაშინ ჩვენი გზა ევროპისკენ იქნება ღია, ხოლო თუ ხალხის ინტერესების წინააღმდეგ ვიმოქმედებთ, მაშინ ევროპის გზაც დაიკეტება და ამ ქვეყანას რა ბედი ეწევა, არავინ იცის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ თუ გავაკეთებთ იმას, რაც კარგი იქნება ქართველი ხალხისთვის, რომელიც არის ევროპელი ხალხი, ჩვენი გზა ევროპისკენ იქნება ღია. ჩვენ თუ გავაკეთებთ იმას, რაც არის ცუდი ქართველი ხალხისთვის, რომელიც არის ევროპელი ხალხი, ჩვენი გზა ევროპისკენ დაიხურება. გვეუბნებოდნენ, მათ შორის ზოგიერთი უცხოელი აქტორიც, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს არ გავუშვებდით საზღვარგარეთ, დაიკეტებოდა გზა ევროკავშირისკენ. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია.

მეორე - გვეუბნებოდნენ, რომ თუ არ დავუწესებთ რუსეთს სანქციებს, და ზოგი ამას დღესაც გვეუბნება, დახურულ კარს მიღმა ამაზე კიდევ მიდის მსჯელობა. რადიკალური ოპოზიციაც კი შეთანხმდა იმაზე, რომ სანქციების დაწესება ნიშნავს საქართველოს ინტერესების ღალატს, სამხედრო დაპირისპირების რისკს და ეკონომიკურ კოლაფსს. ზოგიერთი გვეუბნებოდა, რომ ეს არის ევროკავშირისკენ შემდგომი წინსვლის წინაპირობა. არ დავაწესეთ - კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. ამიტომ, „ამბობენ“ ერთია, მაგრამ ჩვენ თუ ვიმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესებში, რომელიც არის ევროპელი ხალხი, მაშინ ჩვენი გზა ევროპისკენ იქნება ღია, ხოლო თუ ხალხის ინტერესების წინააღმდეგ ვიმოქმედებთ, მაშინ ევროპის გზაც დაიკეტება და ამ ქვეყანას რა ბედი ეწევა, არავინ იცის. სააკაშვილი რომ გაგვეშვა, სანქციები რომ დაგვეწესებინა, რა იტრიალებდა დღეს თბილისის ქუჩებში, გვიპასუხონ მათ, ვინც ამისკენ მოგვიწოდებდა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიზნესმენი ლაშა კვაჭაძე: გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის ევროპული დემოკრატიის და მმართველობის ნაწილი, რამეთუ დემოკრატიას სწორედ ინფორმირებული მოქალაქეები წარმოადგენენ ყველაზე უკეთ
დღეს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე - ქართული საზოგადოება უკვე იმდენად გამოცდილია, პომადებით, პოლიციელთან ყვავილების მიტანით, ასეთი მარტივი ტრაფარეტული რიტუალებით ვერ მოატყუებ, ძალადობაც ძალიან კარგად ჩანს
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულების მთავარ პირობად, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მძევლების გათავისუფლებას ასახელებს
ილია დარჩიაშვილი: ევროკავშირი ემზადება შიდაგანხილვებისთვის, თუ როგორ მოემზადოს ახალი წევრების მისაღებად
არქივი