ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 16 აპრილი 2024, 00:50

ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას, - ამის შესახებ აშშ-ს მიერ სანქცირებულ ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მილერმა კიდევ ერთხელ განმარტა, რა გახდა ქართველი მოსამართლეების დასანქცირების თაობაზე შტატების გადაწყვეტილების საფუძველი.

„სანქციები დაწესდა, რათა იმ ბოროტი აქტორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ხელი შეუწყოს, რომლებმაც დაუსჯელობით ისარგებლეს, ასევე, ქართულ საზოგადოებასა და სასამართლო სისტემაში კანონის უზენაესობის შელახვისთვის გაწეული სამუშაოსთვის. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: საგარეო პოლიტიკაში ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია, თუმცა, ევროკავშირში შესვლა გვინდა ჩვენი დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით და ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებით
ირაკლი კობახიძე: წლის ბოლოს საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნას ალტერნატივა არ აქვს, ევროკავშირმა უნდა დაიცვას სამართლიანობა ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს მიმართ
ირაკლი ღარიბაშვილი: უნიკალური ქართული გამოცდილების არსია, რომ პირველ რიგში ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვათ. ახალი წესრიგი თანასწორობას, მშვიდობისკენ სწრაფვას და ყველა ერის თვითმყოფადობის პატივისცემას უნდა დაეფუძნოს
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველამ ერთად დღევანდელი შეკრებით ვთქვით, რომ დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას, მშვიდობას და ღირსეულ ევროპულ მომავალს, იცოდეს ყველამ, საქართველოში არასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ „მამული, ენა და სარწმუნოება“
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ქართველებმა კარგად ვიცით ომის და ასევე კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, კარგად გვესმის რა მოაქვს ომს, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის
არქივი