საპროტესტო აქცია რუსთაველზე ხვალ განახლდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 16 აპრილი 2024, 00:18

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ორგანიზატორების ნაწილი აცხადებს, რომ დღეს უნდა დაიშალონ და აქცია ხვალ, დღის 12:00 საათზე გაგრძელდეს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ აქციის დღეს დაშლა მუხტის ჩაკვდომას გამოიწვევს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, ხვალ არანაკლებ მნიშვნელოვანი დღეა, რადგან კანონპროექტი სესიაზე გადის.

„ჩვენ აქცია არ დაგვიშლია, უბრალოდ, ვთქვით, რომ მნიშვნელოვანია, ხვალ 12:00 საათიდან გავაგრძელოთ ფიზიკური მობილიზება, როცა პლენარულ სესიაზე გადის კანონპროექტი. თუმცა ადამიანთა ნაწილი რჩება ღამით. მე რაც ვიცი, არის ის, რომ ჩვენ, დღევანდელი აქციის ოფიციალური ორგანიზატორები, ხვალ ვბრუნდებით 12:00 საათიდან და ველოდებით ადამიანებს. ხვალ საღამოსაც მოგვიწევს, სავარაუდოდ, ადგილზე ყოფნა“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ამასთან, აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ თუ ახლა აქცია დაიშლება, ეს ნიშნავს, რომ კანონს მიიღებენ.

„ჩვენი პოზიცია არის მკაფიო, რომ არ ვიშლებით, რადგან დაშლა გამოიწვევს ამ მუხტის ჩაკვდომას, რაც არის აქ. ჩვენ თუ დავიშლებით, ეს არის იმის ასპროცენტიანი გარანტია, რომ რუსული ხელისუფლება რუსულ კანონს მიიღებს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ქართველებმა კარგად ვიცით ომის და ასევე კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, კარგად გვესმის რა მოაქვს ომს, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი: არსებობენ ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვიცავთ მთავარ პრინციპს, რომ „ჩვენი თავი ჩვენად უნდა გვეყუდნოდეს“
ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა საყოველთაო სახალხო შეკრებაზე (სრულად)
ბიძინა ივანიშვილი - გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი
ბიძინა ივანიშვილი: გლობალური ომის პარტია ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს, ზუსტად ასევე ანგრევდნენ ისინი საქართველოს 2004-12 წლებში ხელისუფლებაში მყოფი ქართველების ხელით
არქივი