ანრი ოხანაშვილი: დეზინფორმაციას ავრცელებენ, რომ პარლამენტი დღეს იღებს პირველი მოსმენით, რაც ნიშნავს თურმე პირველ, მეორე და მესამე მოსმენას. ამაშიც ასეთ ტყუილს კადრულობთ და როგორი წარმოდგენა გაქვთ ჩვენს საზოგადოებაზე აქაც ჩანს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 15 აპრილი 2024, 18:52

ბატონ ირაკლი ზარქუას უთქვამს, რომ დღეს პირველი მოსმენით კომიტეტზე მხარს დავუჭერთო და დეზინფორმაციას ავრცელებენ ახლა, რომ არიქა, დღეს იღებს პარლამენტი პირველი მოსმენით, რაც ნიშნავს თურმე პირველს, მეორე და მესამე მოსმენას. ამაშიც ასეთ ტყუილს კადრულობთ, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ამავე კომიტეტზე განაცხადა, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, ოპოზიცია დეზინფორმაციას ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს „გამჭვირვალობის კანონი” დღეს სამივე მოსმენით განიხილება.

„ყველაზე უბედურება ის არის, როგორი წარმოდგენა გაქვთ ჩვენს საზოგადოებაზე. თქვენ ფიქრობთ ჩვენს საზოგადოებას ამას დააჯერებთ, რომ დღეს პარლამენტი ერთი მოსმენით იღებს [კანონპროექტს], რაც ნიშნავს თურმე პირველ, მეორე, მესამე მოსმენით მიღებას.
ის, რასაც კომიტეტზე განვიხილავთ ერთი მოსმენით, თურმე ეს ნიშნავს სამივე მოსმენით მიღებას. ამაშიც როგორი წარმოდგენა გაქვთ ჩვენს საზოგადოებაზე აქაც ჩანს”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ კვლავაც გვიწევს ბრძოლა თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის, რათა ავასრულოთ ილია ჭავჭავაძის შეგონება, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“. ამიტომ, პრინციპულად და თავდადებით, პირადად მე, განვაგრძობ ბრძოლას საქართველოს, ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად
ბიძინა ივანიშვილი: არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა
ბიძინა ივანიშვილი - არადემოკრატიული წესით, გარედან დანიშნული ადამიანების მმართველობამ მკაფიოდ დაგვანახა, თუ რამდენად მძიმეა თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაკარგვის გარდაუვალი შედეგი
ბიძინა ივანიშვილი - მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა: „დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება, მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“- მერაბ კოსტავას ეს შეგონება თითოეულ ფეხის ნაბიჯზე კარგად უნდა გვახსოვდეს
ირაკლი კობახიძე - ჩვენ სწორედ დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტითა და ღირებულებებით გვინდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა
არქივი