"ნაციონალური მოძრაობიდან“ რუსთავის საკრებულოს სამმა წევრმა პარტია და ფრაქცია დატოვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 15 აპრილი 2024, 18:23

"ნაციონალური მოძრაობიდან“ რუსთავის საკრებულოს სამმა წევრმა პარტია და ფრაქცია დატოვა.

„ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს – ალექსანდრე ბერიძემ – რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვაჟა მორგოშიამ – რუსთავის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ და ზურაბ ბერაძემ – რუსთავის საკრებულოს „ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე.

ამის შესახებ ინფორმაციას ვაჟა მორგოშია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა თინათინ ლოცულაშვილმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია მე-19 მკ/რ ში მდებარე საფეხბურთო სტადიონთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე თანამოაზრეებთან ერთად პარტიის ხელმძღვანელობის შეცდომაში შეყვანა სცადა, წაუყენეს დაუსაბუთებელი ბრალდება ფრაქციის თავმჯდომარეს.

ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას ამ ადამიანების გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე და საქციელზე, ვტოვებთ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ენმ-ის ფრაქციას და პარტიას“, – წერს ვაჟა მორგოშია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ქართველებმა კარგად ვიცით ომის და ასევე კარგად ვიცით მშვიდობის ფასი, კარგად გვესმის რა მოაქვს ომს, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის
ირაკლი ღარიბაშვილი: არსებობენ ძალები, რომლებიც ვერ ეგუებიან, რომ ქართველმა ხალხმა თავად უნდა მართოს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვიცავთ მთავარ პრინციპს, რომ „ჩვენი თავი ჩვენად უნდა გვეყუდნოდეს“
ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა საყოველთაო სახალხო შეკრებაზე (სრულად)
ბიძინა ივანიშვილი - გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი
ბიძინა ივანიშვილი: გლობალური ომის პარტია ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს, ზუსტად ასევე ანგრევდნენ ისინი საქართველოს 2004-12 წლებში ხელისუფლებაში მყოფი ქართველების ხელით
არქივი