მიხეილ სააკაშვილი - უცხოეთში მყოფმა ქართველებმა საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 29 მარტი 2024, 16:49

 მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის მიმდინარე წლის არჩევნებისთვის დამატებითი უბნების გახსნას მხარს უჭერს. ამის შესახებ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მისივე განცხადებით, საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით, ქართველებმა საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ.

„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს. ჩვენ დიდი ხანია ვიბრძვით ამისთვის. ჩემი აზრით, უცხოეთში მყოფმა ქართველებმა ამ მოთხოვნით საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ. ამასთანავე, საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ და აქტივისტმა შედეგის დასადებად ჩვენი ძალები უნდა გავაერთიანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დაბლოკავს ამ თემას. არ უნდა დავაბლოკინოთ!“- წერს სააკაშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
თბილისის მერია - აქციის იმ მონაწილეების შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტთან იმყოფებიან, არის არასანქცირებული, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან
შსს: პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი - პოლიციამ წესრიგის აღდგენის მიზნით, კანონით დადგენილი საშუალება გამოიყენა
პარლამენტის შესასვლელებთან და მიმდებარედ სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა განლაგდა
არქივი