დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 28 მარტი 2024, 16:43

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები და სამომავლო გეგმები გააცნო.

ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დასრულდა. მომდევნო ეტაპი, შემოსული განაცხადების, კრიტერიუმების შესაბამისად, შეფასებას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე სააგენტოს დირექტორმა საექსპერტო ჯგუფის წარმომადგენლების წინადადებებიც მოისმინა და საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცესში კიდევ უფრო მეტი ჩართულობა შესთავაზა.

საექსპერტო ჯგუფის შემადგენლობაში სახალხო დამცველის აპარატისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირანმა და ჩინეთმა სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს
თეოლოგი საპატრიარქოს განცხადებაზე: აქ ეკლესიამ საკუთარი აზრი კიდევ ერთხელ გამოთქვა
ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: რამდენიმე თვე მოვიცადოთ და ამერიკაში მოქმედი კანონით გავიგებთ ვინ დააფინანსა, ისევ გიული ალასანიამ, თუ გვარამიაც შეეხიდა
ირაკლი ქადაგიშვილი: თუ „გამჭვირვალობის კანონი“ პოლიტიკურ ურთიერთობაში არამართლზომიერი ჩარევის და დაჩრდილული ველების ადგილს არ დატოვებს, ეს კიდევ უფრო გაზრდის პარტნიორობის, ნდობის და თანამშრომლობის ხარისხს საქართველოსა და აშშ-ს შორის
გიორგი ვაშაძე - რუსული კანონის მთავარი მიზანია, ბოლომდე გააფუჭოს ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და აიძულონ ისინი, გაწყვიტონ ურთიერთობები საქართველოსთან
არქივი