ოლაფ შოლცი: რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის უკრაინა მსჯელობს იმაზე, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ის, რაც სამშვიდობო პროცესამდე მიგვიყვანდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 28 მარტი 2024, 13:20
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის უკრაინა მსჯელობს იმაზე, როგორ დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ამის შესახებ მან Märkische Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ომის დაწყების შემდეგ რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა ეს პროცესი ჩაიშალა. შოლცის განცხადებით, ამის მიზეზი იყო ის, რომ კრემლი მოლაპარაკებების საკითხს დონბასში ჯარების გაგზავნის შესანიღბად იყენებდა.

„შემდეგ ცნობილი გახდა ბუჩასა და ირპენში მასობრივი მკვლელობების შესახებ, რამაც მოლაპარაკებებს ყოველგვარი საფუძველი გამოაცალა“, - აღნიშნა შოლცმა.

მისივე თქმით, ომის პარალელურად მოლაპარაკებები მიმდინარეობდა როგორც „მარცვლეულის დერეფნის“ საკითხზე, ასევე ტყვეების გაცვლისა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე.

„რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის უკრაინაც, უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების დონეზე ახლაც მსჯელობს, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ის, რაც სამშვიდობო პროცესამდე მიგვიყვანდა. თუმცა აუცილებლად უნდა დავაზუსტო: მშვიდობა შეიძლება დამყარდეს ნებისმიერ დროს, ამისთვის პუტინმა ბარბაროსული კამპანია უნდა შეწყვიტოს და უკრაინიდან თავისი ჯარი გაიყვანოს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე: ვეთანხმები სენატორებს, უნდა გადაიხედოს საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, გაიხსნას უვიზო მიმოსვლა, გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უნდა გვქონდეს პირდაპირი ფრენები
მამუკა მდინარაძე: ჩემს სადისერტაციო ნაშრომს ეძებენ ახლა „ენჯეოების“ დავალებით, იქნებ, რაღაც ისეთი ფრაზა მაინც აღმოვაჩინოთ, რომ ამით მაინც გავაფუჭოთო
მამუკა მდინარაძე - აბსოლუტური ისტერიაა ხვალინდელ შეკრებასთან დაკავშირებით, ვერ წარმოიდგინეს, რომ ამდენი ადამიანი მიიღებდა მონაწილეობას და ყველაფრით ცდილობენ, გააშავონ ხვალინდელი აქცია
მამუკა მდინარაძე - აბსოლუტური ისტერიაა ხვალინდელ შეკრებასთან დაკავშირებით, ვერ წარმოიდგინეს, რომ ამდენი ადამიანი მიიღებდა მონაწილეობას და ყველაფრით ცდილობენ, გააშავონ ხვალინდელი აქცია
მამუკა მდინარაძე: ყველაფრით ცდილობენ, რომ ხვალინდელი აქცია გააშავონ - ამ შეკრებაზე ერთი ადამიანიც კი არ იქნება, ვისაც არ ენდომება დასწრება, განსაკუთრებით საჯარო მოხელეებს მივმართავ, თუ წამოსვლა არ გნებავთ, იქ არ უნდა იყოთ
არქივი