მამუკა მდინარაძე: ჩემს სადისერტაციო ნაშრომს ეძებენ ახლა „ენჯეოების“ დავალებით, იქნებ, რაღაც ისეთი ფრაზა მაინც აღმოვაჩინოთ, რომ ამით მაინც გავაფუჭოთო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 28 აპრილი 2024, 17:38

რა თქმა უნდა, პროვოკაციას მათგან ყოველთვის ველოდებით, თუმცა რას გაბედავენ და რას ვერა, მეორე საკითხია, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგე ოპოზიციონერებზე და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლებზე საუბრისას განაცხადა.

„ბოლო დღეებში მაქსიმალურად ცდილობენ, რომ პროვოკაციული ფონი შექმნან, მაგრამ საბედნიეროდ ვერ ახერხებენ. კონკრეტულ ადამიანებზე მუშაობენ, ვინც კი შეიძლება აქციაზე იყოს ხვალ. ჩვენზე აღარ ვლაპარაკობ. პირადად ჩემზე ახალი ინფორმაცია შემიძლია გითხრათ, რომ ეძებენ ჩემს სადისერტაციო ნაშრომს. თუკი ვინმე ეძებეს, ვიდეოც მაქვს და იმასაც მივაწვდი. „იქნებ, რაღაც ისეთი ფრაზა მაინც აღმოვაჩინოთ, რომ ამით მაინც გავაფუჭოთ“ - ვციტირებ. გვაქვს ეს ინფორმაცია. ჩემს სადისერტაციო ნაშრომს ეძებენ ახლა „ენჯეოების“ დავალებით („ენჯეოებს“ თავისი დამვალებლები ჰყავთ კიდევ), რომ ამ საკითხის მომხსენებელი „რამენაირად გავაფუჭოთ“. ვიდეო მაქვს. კრიტიკულ მედიას მივმართავ, ვიდეოს თავიდან ბოლომდე მოგაწვდით, ვიღაცას ინტერესი აქვს, როგორც ჩანს და ვერაფერს ნახავთ იქ ისეთს, თქვენ რომ გამოგადგებათ. აი ასეთ დონეზე ჩადიან, სიღრმეებში, რომ რამენაირად ჩირქი მოცხონ ადამიანს.

შალვა პაპუაშვილს რას უკეთებენ? ჯერ ბოდიში მოუხადეს, ახლა ახალი ტალღა დაძრეს ფეიკის. ჩვენ ამას გავუძლებთ. ამ ფეიკებსაც გავუძლებთ, მაგრამ მოქალაქეებს თავი დაანებონ. ის ადამიანები, რომლებიც თავად არიან ამ ქვეყნის ღალატში მხილებულები, და იმისათვის, რომ ლომჯარიამ, გიგაურმა და მათნაირმა რამდენიმე ადამიანმა თავისი ორგანიზაციის დეკლარაცია არ შეავსონ, პრაქტიკულად მთელს საქართველოს მოღალატეებს ეძახიან. რაღაც ვიწრო ჯგუფი დარჩა. ისინი ძალადობენ სხვებზე და მოღალატეებს ეძახიან, იმიტომ რომ ხალხს თავისი აზრი აქვს“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, კანონის მოწინააღმდეგეებს დღესაც არ აქვთ პასუხი კითხვაზე თუ რა არის კანონში არა თუ რუსული, არამედ ცუდი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტებში იკვეთება პოლიტიკური, საქმიანობისა და მოსაზრების ნიშნით ადამიანთა დევნის ნიშნები
უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს
ბიძინა ივანიშვილი არ არის ის პიროვნება, რომელიც ამა თუ იმ მუქარის თუ სანქციების შიშის გამო, უარს იტყვის საქართველოზე, საქართველოს ინტერესების დაცვაზე, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაზე
დავით ქართველიშვილი სტუდენტების გაფიცვაზე: ციფრებით მანიპულირება ვერ წყვეტს მთავარ პრობლემას - აქციის გამოყვანას სიცრუის სივრციდან სიმართლის მხარეზე და ამ სიმართლეზე აღმოცენებულ ჭეშმარიტი, წესიერი და მართალი ლიდერის გამოჩენას საკუთარ რიგებში
რატი იონათამიშვილი: ამერიკელი ინსტრუქტორი პოლიციას შეურაცხყოფას აყენებს, რითაც ინციდენტი იწყება - აკერმანის სახელმძღვანელოში ამოკითხული პროვოკაციაც შედგა, საბედნიეროდ არა ისეთი, რითაც საბოლოო შედეგზე გადიან-ხოლმე
არქივი