საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა გარე ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტს, რომელიც „უცხოური ხელმძღვანელის სახელით მოქმედი ინტერესების წარმომადგენელთა“ რეესტრის შექმნასაც ითვალისწინებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 28 მარტი 2024, 12:14

171-ით 25-ის წინააღმდეგ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრებმა მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტია „რენესანსის“ მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს გარე ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

„სასწორზე დევს ჩვენი სუვერენიტეტის, დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებებისა და ერის ინტერესების დაცვა“, – განაცხადა „რენესანსის“ წარმომადგენელმა, საფრანგეთის სამართლის კომისიის თავმჯდომარემ და კანონპროექტის მომხსენებელმა, საშა ჰულიემ დებატების გახსნისას.

კანონპროექტი ითვალისწინებს ოთხწლიან საცდელ პერიოდს, რაც დაზვერვის სამსახურებს საშუალებას აძლევს, გამოიყენონ ალგორითმული თვალთვალის ტექნიკა, რომელიც ამჟამად მხოლოდ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენება.

დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს „უცხოური ხელმძღვანელის სახელით მოქმედი ინტერესების წარმომადგენლების“ რეესტრის შექმნას, რომელსაც მონიტორინგს გაუწევს საზოგადოებრივი ცხოვრების გამჭვირვალობის უმაღლესი ორგანო. აღნიშნული მოიცავს ლობისტებს, შუამავლებსა და ფანდრაიზერებს, რომლებიც მოქმედებენ მთავრობების, სახელმწიფო კომპანიებისა და უცხოური პოლიტიკური პარტიების სახელით.

ეს კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკეს მემარცხენე პარტიებმა, რომლებიც შიშობენ, რომ ის გავლენას იქონიებს ინდივიდუალურ თავისუფლებებზე.

კანონპროექტი დაფუძნებულია დაზვერვის საპარლამენტო დელეგაციის ანგარიშზე, რომელიც ნოემბერში გამოქვეყნდა. ამ ანგარიშით დადგინდა, რომ არსებული მექანიზმები ეფექტური, თუმცა ზოგ შემთხვევაში არასაკმარისია გაზრდილი საფრთხის ფონზე.

კანონპროექტს სენატი მაისში განიხილავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიტანას ნაუსედა - საქართველოში საკანონმდებლო ცვლილებები აჩვენებს, რომ ქვეყანა, რომელიც ჩვენთან დაახლოებულია, შორდება ევროპულ იდეალებს, ასე რომ, ჩვენ ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავა, მათგან 8 ნარკორეალიზატორია
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილის შეკრება ჩავთვალოთ, რომ არის 31 მარტის რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს - სურს თუ არა რეალური დამოუკიდებლობა და სუვერენული საქართველოს ხილვა
მიხეილ სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე: გვაქვს სამომავლო ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როგორ გავუმკლავდეთ
ფიტარეთის მონასტრის და ხულუტის ციხე-დარბაზში ინფო ტური მოეწყო
არქივი