ფიტარეთის მონასტრის და ხულუტის ციხე-დარბაზში ინფო ტური მოეწყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 27 აპრილი 2024, 12:02
,,მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტურიზმის სამსახურის მხარდაჭერით მდინარე ხრამის ხეობაში ინფოტური მოაწყო.
ღონისძიების მიზანს ორი უმნიშვნელოვანესი ძეგლის- ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების- ფიტარეთის მონასტრის და ხულუტის ციხე-დარბაზის პოპულარიზაცია წარმოადგენს საზოგადოების ფართო წრეებში. ასევე მდ. ხრამის ხეობაში ტურისტული და კულტურული მარშრუტების განვითარებისთვის ხელის შეწყობა.
ტურში მონაწილე სხვადასხვა ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა.გიდებმა.ტურისტული პროგრამების კოორდინატორებმა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს XIII ს. ფიტარეთის მონასტერი. ადგილზე გაეცნენ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს და ტურისტული მარშრუტის სამომავლო პერსპექტივებს. მოგვიანებით ღონისძიების მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მოენახულებინათ ახლად რეაბილიტირებული XVII ს. ხულუტის ციხე -დარბაზიც სადაც გაიმართა დისკუსია ქვემო ქართლის ტურისტული მარშრუტების შუქ-ჩრდილებზე.
ნინო ბურჭულაძე " მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის"- მიუხედავად იმისა რომ ხრამის ხეობის მემკვიდრეობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უნიკალურ ნაწილს წარმოადგენს.ეს მიმართულება ტურისტულად მიმზიდველად ვერ აღიქმება და იქაურობას დამთვალიერებელი კანტი კუნტად თუ სტუმრობს.. ვფიქრობ ასეთი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ხრამის ხეობის გაცოცხლებას და ტურისტული მარშრუტების ჩამოყალიბება- განვითარებას . თუმცა მეორეს მხრივ ბევრი დამთვალიერებელი ასევე ნიშნავს ძეგლის დაზიანების მეტ რისკებს. ამიტომ ყველამ ერთად ვიმსჯელეთ როგორ მოვახერხოთ რომ აქტიური ტურისტული მარშრუტები ძეგლებისთვის მომატებული საფრთხის წყაროდ არ იქცნენ. რომლის სამწუხარო მაგალითები არაერთი გვაქვს.
ფიტარეთის მონასტრის და ხულუტის ციხე-დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018-2023!წლებში " მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" ინიციატივით და მონიტირინგით მიმდინარეობდა. და ორგანიზაცია დღემდე უწევს აღნიშნულ ძეგლებს მონიტორინგს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს თავს დაესხნენ
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ჩემს ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ
მიხეილ ყაველაშვილი: იმ გულანთებულ ახალგაზრდებს, ვინც გულწრფელად არიან გამოსულები აქციაზე, ხომ აქვთ გონება და აზრი - შეადარონ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური წარსული და ის, თუ რა დევს საპირწონედ
გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: ეს ნაძირალები შეეცდებიან რამენაირად მოიპოვონ მსხვერპლი, მათი ერთ-ერთი იდეური მამა ხომ ამბობდა, ორი გვამი მინდაო. დღეს რამდენ გვამზეა საუბარი ეს არ ვიცი, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან
მეთიუ მილერი - წარმოუდგენლად შეშფოთებული ვართ არა მხოლოდ კანონმდებლობით, რომელიც პარლამენტში განიხილება, არამედ ანტიდასავლური რიტორიკით, რასაც „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობისგან ვისმენთ
არქივი