შალვა პაპუაშვილი: უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 28 მარტი 2024, 12:11

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები. გვაქვს კითხვები, რა დგას ამის უკან, როდესაც გვეუბნებიან, რომ თურმე მოსამართლეები ქართველმა ხალხმა კი არ უნდა აირჩიოთ, უნდა ჩამოვიდეს ვიღაც უცხოელი, ასეთი ტიპის ექსპერტები, რომლებიც წინდებით შემოიტანენ სახელსა და გვარებს ვინ უნდა იყოს მოსამართლე და ვინ არა და წინდებით გაიტანენ გასაუბრების შინაარსს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„გუშინ მოვისმინეთ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ უნდა მოხდეს ვეტინგი უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. ერთი, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ეს ეწინააღმდეგება ჩვენს დამოუკიდებლობას, ეწინააღმდეგება იმას, თუ როგორ ხედავს ქართველი ხალხი საკუთარ თავს. ჩვენ ვართ სახელმწიფო, არ ვართ რაღაც წარმონაქმნი, რომელსაც არ აქვს იმის უნარი, რომ საკუთარი საკითხები თავად გადაწყვიტოს. უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, თუ სხვადასხვა სურვილის გამოთქმით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ჩვენ ვენდეთ ევროკავშირს და ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები. ვნახეთ, რომ ფაქტობრივად სპეცოპერაციას აწყობდნენ მიხეილ სააკაშვილთან, წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა და ამასთან დაკავშირებით რაიმე დამაჯერებელი განმარტებაც კი არ იკადრა მხარემ, ვინც ისინი გამოაგზავნა. ნდობას როდესაც ასე შეარყევ და ევროკავშირიც იყო ამაში ჩართული, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კითხვები, რა დგას ამის უკან, როდესაც გვეუბნებიან, რომ თურმე მოსამართლეები ქართველმა ხალხმა კი არ უნდა ავირჩიოთ, უნდა ჩამოვიდეს ვიღაც უცხოელი, ასეთი ტიპის ექსპერტები, რომლებიც წინდებით შემოიტანენ სახელსა და გვარებს ვინ უნდა იყოს მოსამართლე და ვინ არა და წინდებით გაიტანენ გასაუბრების შინაარსს. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი განცხადებები კეთდება ქართულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ვოლ სტრიტ ჯორნალი“ - აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების ცნობით, ვლადიმერ პუტინს კოლონიაში ალექსეი ნავალნის მკვლელობის პირდაპირი განკარგულება სავარაუდოდ, არ გაუცია
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თეთრ სახლში ჯო ბაიდენთან დაგეგმილი შეხვედრა გადადო
სოზარ სუბარი: სულ რაღაც 8 წელიწადში იძულებული გავხდით, კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ ქორწინება „გენეტიკური ქალისა და გენეტიკური მამაკაცის“ ურთიერთობაა
დასავლეთ საქართველოში კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა დასრულდა, მოსახლეობასთან შეხვედრები აღმოსავლეთ საქართველოში გაგრძელდება
ირაკლი ქადაგიშვილი 29 აპრილის შეკრებაზე: ძირითადი გზავნილები იქნება ის, რომ საქართველო ეს არის მარადიული მოცემულობა, რომ საქართველო არის მართლაც მამული, ენა სარწმუნოება
არქივი