რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თეთრ სახლში ჯო ბაიდენთან დაგეგმილი შეხვედრა გადადო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1042 27 აპრილი 2024, 16:02

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თეთრ სახლში ჯო ბაიდენთან დაგეგმილი შეხვედრა გადადო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, ვიზიტი 9 მაისს იგეგმებოდა.

თეთრ სახლს 9 მაისი ერდოღანის ვიზიტის თარიღად არ დაუდასტურებია.

„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით თეთრ სახლში პრეზიდენტ ერდოღანის მასპინძლობას ორმხრივად ხელსაყრელ დროს, თუმცა ჯერ ვერ შევძელით განრიგების შეთანხმება და მოცემულ მომენტში გამოსაცხადებელი ვიზიტი არ გვაქვს“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

როგორც „როიტერს“ თურქმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად განუცხადა, მალე დაადგენენ ვიზიტის ახალ თარიღს. ამასთან, უცნობია, რა გახდა შეხვედრის გადადების მიზეზი.

ეს პრეზიდენტ ერდოღანის ვაშინგტონში პირველი ვიზიტი იქნება 2019 წლის შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროკავშირის ელჩმა მოქალაქეებს ქართულად მიმართა - საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია - წინ საქართველო, წინ!
ევროპის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და „მშვიდობის ხიდი“ ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა
არჩილ თალაკვაძე: საქართველოს თუ რამე აყენებს სახიფათო გზაზე - ეს არის დემოკრატიული არჩევნების გვერდის ავლით, გადაწყვეტილების მიღების იძულება და პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი სცენარის მხარდაჭერა
ირაკლი კობახიძე - ევროკავშირის წევრობა საქართველოს უმთავრესი პრიორიტეტია, მჯერა, საქართველო 2030 წლისთვის აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი
პაველ ჰერჩინსკი - კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ბრიუსელში ჩემს ლიდერებს, 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად მოუწევთ რეაგირება, ვიმედოვნებ, არ გადავალთ ნეგატიური მოვლენების სპირალზე
არქივი