პაველ ჰერჩინსკი - კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ბრიუსელში ჩემს ლიდერებს, 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად მოუწევთ რეაგირება, ვიმედოვნებ, არ გადავალთ ნეგატიური მოვლენების სპირალზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 09 მაისი 2024, 18:19

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დამტკიცების შემთხვევაში, ბრიუსელში ჩემს ლიდერებს, 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად მოუწევთ რეაგირება, ვიმედოვნებ, ჩვენ არ გადავალთ ნეგატიური მოვლენების სპირალზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, კანონპროექტი ამ მდგომარეობით არის სერიოზული დაბრკოლება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

„ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ნაპოვნი იქნება გზა ან მისი გაწვევისთვის, ან ამ კანონის სერიოზული ცვლილებისთვის. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ვენეციის კომისიას სთხოვეს მისი სამართლებრივი შეფასება. ჩვენ ყველა ველოდებით ამ სამართლებრივი შეფასების ძალიან მალე გამოქვეყნებას. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, ნაპოვნი იქნება საპარლამენტო პროცედურები, რათა არ მოხდეს ამ კანონის ამჟამინდელი ფორმით დამტკიცება.

რაც შეეხება შესაძლო ნეგატიურ მოვლენებს, მე ნამდვილად ვწუხვარ, რომ თქვენ ამ კითხვის დასმა გიწევთ. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რათა უზრუნველვყოთ, რომ საქართველო იყოს წარმატებული, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე, რაც არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილი. ასე რომ, ამ მომენტისთვის, მოდით, გვქონდეს იმედი, რომ ეს კანონი არ იქნება დამტკიცებული და ჩვენ არ მოგვიწევს ფიქრი შესაძლო ნეგატიურ რეაქციებზე ევროკავშირის მხრიდან“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩის თქმით, ჯერ კიდევ არის დრო, რათა არ მოხდეს ამ კანონის მიღება.

„მე ნამდვილად არაკომფორტულად ვგრძნობ თავს ნეგატიურ ზომებზე საუბრის გამო. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს არ მოხდება. ჯერ კიდევ არის დრო და პროცედურები, რათა არ მოხდეს ამ კანონის მიღება. გულწრფელად ვიმედოვნებ, ჩვენ პარლამენტის წევრებთან, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად შევისწავლით ყველა შესაძლებლობას, რომ ამ კანონის მიღება არ მოხდეს და არ მოგვიწიოს შედეგებზე ფიქრი. ამავე დროს, იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი დამტკიცდება, რა თქმა უნდა, ბრიუსელში ჩემს ლიდერებს, 27 წევრ სახელმწიფოსთან ერთად მოუწევთ რეაგირება და ვიმედოვნებ, ჩვენ არ გადავალთ ამ ეტაპზე, ნეგატიური მოვლენების სპირალზე. მე არ მსურს, ქართველი ხალხი დაისაჯოს, რადგან საბოლოოდ ეს ნეგატიურად აისახება რიგით ადამიანებზე, თითოეულ პიროვნებაზე. სწორედ ამიტომ, ამ მომენტში, მოცემულ გარემოებებში ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა, უზრუნველვყოთ, რომ ამ ეტაპზე არ გადავიდეთ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობა“ და „ენჯეოები“ დარბიან ბრიუსელსა და ვაშინგტონში და ცდილობენ მონიშნონ საქართველო, როგორც სანქციების ცეცხლის სამიზნე. ორჯონიკიძეობა სხვა კი არაფერია, როდესაც შენი ქვეყნის წინააღმდეგ სხვებს აქეზებ
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვყავს „ენჯეოები“, რომლებიც დაკავებულები არიან საქართველოს წინააღმდეგ საბოტაჟით
შალვა პაპუაშვილი: ზუსტად იმ მეგობრების რეკომენდაცია რომ გაგვეთვალისწინებინა, ვინც სანქციების დაწესებას გვირჩევდა, გაჰყვებოდა ოპოზიცია რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში და გვექნებოდა ეკონომიკური კოლაფსი, 10%-იანი ვარდნა
შალვა პაპუაშვილი: ოფშორში რეგისტრირებულ ქართულ კომპანიებსაც ახლაც შეუძლიათ დაბრუნდნენ საქართველოში, ერთი სხვაობა რასაც ეს ე.წ. ოფშორების კანონი ადგენს, არის ის, რომ თუ დაბრუნდებიან, გადასახადს არ გადავახდევინებთ
შალვა პაპუაშვილი „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე: ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედებაში 3 მილიარდი აქვს დახარჯული, ასე რომ, იმაზე საუბარი თითქოს ვინმეს გადასახადების გადახდა არ უნდა, არასერიოზულია
არქივი