რატი იონათამიშვილი: აღმოჩნდა, რომ იმდენად მართალი იყო ქართული სასამართლოები, რომ სტრასბურგმა წარმოებაშიც კი არ მიიღო გვარამიას საქმე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 27 მარტი 2024, 14:50

ველოდები როდის მოითხოვს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეების ვეტინგსა და შემოწმებას კეთილსინდისიერებაზე, - ასე გამოეხმაურა რატი იონათამიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ნიკა გვარამიას საქმე წარმოებაში არ მიიღო.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გვარამიას საქმესთან დაკავშირებით დეზინფორმაციის მასშტაბური კამპანია მიმდინარეობდა.

„რამდენჯერ უნდა შეარცხვინოს ევროპულმა სასამართლომ ეს ადამიანები? ფაქტია, რომ სწორედ გვარამიას საქმე იყო, რომელზეც ეს ადამიანები დეზინფორმაციის მასშტაბურ კამპანიას აწარმოებდნენ ჩვენი სასამართლოსა და სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ გვარამია იყო პოლიტპატიმარი და ამისთვის მოსამართლეების სანქცირებასაც კი მოითხოვდნენ. აღმოჩნდა, რომ იმდენად მართალი იყო ქართული სასამართლოები, რომ სტრასბურგმა წარმოებაშიც კი არ მიიღო ეს საქმე. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად ხელოვნურად არის მოხვეული ეს ვეტინგის კამპანია სინამდვილეში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებმა უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, აღიარონ ეს ყველაფერი და ბოდიში მოუხადონ ჩვენს სასამართლოს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ნიკა გვარამიამ სტრასბურგის სასამართლოში პატიმრობის შეფარდება გაასაჩივრა, თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსგავსად, სტრასბურგის სასამართლომ სარჩელი განსახილველადაც არ მიიღო.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავა, მათგან 8 ნარკორეალიზატორია
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილის შეკრება ჩავთვალოთ, რომ არის 31 მარტის რეფერენდუმი, სადაც ქართველმა ხალხმა მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს - სურს თუ არა რეალური დამოუკიდებლობა და სუვერენული საქართველოს ხილვა
მიხეილ სარჯველაძე ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოზე: გვაქვს სამომავლო ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როგორ გავუმკლავდეთ
ფიტარეთის მონასტრის და ხულუტის ციხე-დარბაზში ინფო ტური მოეწყო
გია ცაგარეიშვილი 29 აპრილის შეკრებაზე: ჩვენი მიზანი არის, რომ სიცრუის ნიაღვარი აღვკვეთოთ როგორმე და ამ აღკვეთის, ხალხთან ურთიერთობის ერთ-ერთი საშუალებაა შეკრება
არქივი