იაგო ხვიჩია - მიხეილ სააკაშვილი არ უნდა გაღორდეს და ყველაფრის მოგება თვითონ არ მოინდომოს - „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა უნდა ცდილობდეს გაერთიანებას, ძველი „ნაცების“ შემოკრებას და არა მათ დაბულინგებას და მუქარას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
18 27 მარტი 2024, 14:48
ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი არ უნდა გაღორდეს და ყველაფრის მოგება თვითონ არ მოინდომოს, იმიტომ, რომ ეს ვიცით, საბოლოოდ, როგორ მთავრდება, - ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ.

მისივე თქმით, ვინც “ნაციონალურ მოძრაობაში” იყო, უკან უნდა დაბრუნდეს, ასევე, ვინც “ქართულ ოცნებაში” იყო, ისინიც, დანარჩენი კი მათთან.

“ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი არ უნდა გაღორდეს და ყველაფრის მოგება თვითონ არ მოინდომოს, იმიტომ, რომ ეს ვიცით, საბოლოოდ, როგორ მთავრდება. ამისთვის საჭიროა, რომ ე.წ “ნაცური” პატარ-პატარა პარტიებისთვის ადგილი მოიძებნოს “ნაცებში” და ისინი დაბრუნდნენ. მიხეილ სააკაშვილს შეიძლება ჰგონია, რომ ის გვარამიას და მელიას გარეშეც მოიგებს. მისთვის არაფერი არ არის ის ხალხი, რომელიც სხვადასხვა პარტიებშია მიმოფანტული “ნაცმოძრაობიდან”, მაგრამ ჩემი აზრით, ის ცდება და მისი მიმართულება უნდა იყოს პირიქით, ვინც “ნაცებში” ყოფილა - “ნაცებში”, ვინც “ქოცებში” - “ქოცებში” და დანარჩენი ჩვენთან”, - განახადა იაგო ხვიჩიამ.

ამავე თემაზე საუბრისას, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ “მიხეილ სააკაშვილს დანარჩენ შიდა “ნაცურ” პარტიებთან “შუტკა” აქვს გახსნილი და შეუძლია, რაც უნდა ის ილაპარაკოს, რადგან მაინც მისი წიაღიდან მოდიან და მაინც მარტო მას ართმევენ ხმებს.”

“მაგრამ ასეთი სიხისტე, თუნდაც ამ პარტიებთან, ჩემი აზრით, არ იქნება მისთვის მომგებიანი. იმიტომ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ახლა უნდა ცდილობდეს გაერთიანებას და შემოკრებას ძველი “ნაცების” და არა მათ დაბულინგებას და მუქარას. ბოლოს და ბოლოს ეს ხალხი რომ გაბრაზდეს და “ლელოში” შევიდეს, “ნაცმოძრაობა” ამით ვერ მოიგებს”, - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება.

სააკაშვილის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ “ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების პლატფორმა” გაიმარჯვებს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ვოლ სტრიტ ჯორნალი“ - აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების ცნობით, ვლადიმერ პუტინს კოლონიაში ალექსეი ნავალნის მკვლელობის პირდაპირი განკარგულება სავარაუდოდ, არ გაუცია
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თეთრ სახლში ჯო ბაიდენთან დაგეგმილი შეხვედრა გადადო
სოზარ სუბარი: სულ რაღაც 8 წელიწადში იძულებული გავხდით, კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ ქორწინება „გენეტიკური ქალისა და გენეტიკური მამაკაცის“ ურთიერთობაა
დასავლეთ საქართველოში კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა დასრულდა, მოსახლეობასთან შეხვედრები აღმოსავლეთ საქართველოში გაგრძელდება
ირაკლი ქადაგიშვილი 29 აპრილის შეკრებაზე: ძირითადი გზავნილები იქნება ის, რომ საქართველო ეს არის მარადიული მოცემულობა, რომ საქართველო არის მართლაც მამული, ენა სარწმუნოება
არქივი