საგარეო უწყება - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე 16 ივნისს განთავსებული გაფრთხილება, მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ უკავშირდება კოვიდს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
223 02 აგვისტო 2021, 23:13

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფოაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოში მგზავრობასთან დაკავშირებული რეკომენდაცია, რომლის თანახმადაც საქართველოში მოგზაურობა არ არის სასურველი, ნამდვილად არ არის ახალი და კოვიდ ინფექციის გავრცელებასთან არის დაკავშირებული.

როფორც უწყებაში აღნიშნავენ, სწორედ კოვიდის ფონზე საქართველოს აქვს მინიჭებული მეოთხე დონე, რომლითაც აშშ საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავშეკავებას ურჩევს.

"აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული რეკომენდაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე 16 ივნისის მდგომარეობით დევს და მას შემდეგ საქართველოს სტატუსი არ შეცვლილა. მკაფიოდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს გაფრთხილება უკავშირდება კოვიდს, რაც ცალსახად არის განმარტებული სახელმწიფო დეპარტამენტის იმავე ვებგვერდზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სისტემატურად აფრთხილებს საკუთარ მოქალაქეებს ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რისკებზე და გასაკვირი არ არის, რომ კოვიდის ფონზე საქართველოზეც ასეთი გაფრთხილება დევს.

სახელმწიფიო დეპარტამენტის ვებგვერდზე, ასევე, მკაფიოდ არის მითითებული, რომ ამერიკის მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში მგზავრობისგან, ამ ტერიტორიებზე კრიმინალის, სამოქალაქო მღელვარებების/არეულობისა და ნაღმების არსებობასთან დაკავშირებული რისკების გამო.

აღსანიშნავია, რომ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც მოგზაურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს ასეთი რეკომენდაციით მიმართავს. მსგავს რეკომენდაციებს შეხვდებით არაერთ, მათ შორის, ევროპულ ქვეყანასთან დაკავშირებითაც,-აცხადებს უწყება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა სააკაშვილზე, რომელსაც ჩადენილი აქვს უამრავი დანაშაული, როდესაც ასეთ ადამიანს ვერ ელევიან, ქართული საზოგადოებისთვის ეს არის ინდიკატორი, სინამდვილეში რა ამოძრავებთ ამ ადამიანებს
ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციას ჩალის ფასი კი არა, ჩალაძის ფასი აქვს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მთავარია სიმართლე
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვართ, მოვახერხებთ სწორედ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას, ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა
პრემიერი: ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოხვდა რეზოლუციაში, ზუსტად ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორიც აქვს ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არდაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე
მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: გუშინ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე ლაპარაკობდნენ და როდესაც ტყუილში ვამხილეთ, დღეს მესიჯი შეცვალეს - აღარ იციან, რით ავნონ საკუთარ ქვეყანას, თეორიულ გზებს ეძებენ, როგორ შეიძლება შეუჩერდეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია
არქივი