გიგი უგულავა - ვინც სერგი კაპანაძეზე იტყუება, არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტი, მას ჟურნალისტიკასთან კავშირი არ აქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
239 08 აპრილი 2021, 15:32

ვინც სერგი კაპანაძის ბულინგს აწარმოებს, ჩვეულებრივი პროპაგანდისტია და ჟურნალისტიკასთან კავშირი არ აქვს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული მედიასაშუალებები სერგი კაპანაძეს იმას აბრალებენ, რაც არ უთქვამს.

„ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიები ნაძირლურად იტყუებიან. ადამიანს შეტენო ის, რაც მას არ უთქვამს, სამი დღე ბულინგი აწარმოო, წყალწაღებული ხავსს ეჭიდები. პირდაპირ გეტყვით, თქვენ იტყუებით, ადამიანს აბრალებთ იმას, რაც არ უთქვამს. ყველა ჟურნალისტი, ვინც ამ ტაკიმასხარაობაში მონაწილეობს, ამაზე პასუხისმგებელია. მავალებენ, კრედიტი მაქვს და სხვა გზა არ მაქვს არ არსებობს, ვინც სერგი კაპანაძის ბულინგს აწარმოებს, ვინც სერგი კაპანაძეზე იტყუება, არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტი, მას ჟურნალისტიკასთან კავშირი არ აქვს“, – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „საქართველოს მძინარე ცხინვალი კი არ დაუბომბავს, სამხედრო წერტილები დაბომბა ცხინვალში, ანუ ცხინვალი დაბომბა, ოღონდ – მშვიდონიანი მოსახლეობა არა“.

მისივე თქმით, კასეტური ბომბები სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, შეწყვიტონ ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და პროტესტი გამოხატონ მშვიდ ფორმაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იძულებული იქნება გამოიყენოს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები და შეწყვიტოს აქციის მიმდინარეობა
ალექსანდრე დარახველიძე: თუკი რომელიმე პრირის ქმედებაში გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, რა თქმა უნდა, ჩვენ დავიწყებთ გამოძიებას და მოვახდენთ ყველა შესაბამის რეაგირებას
მამუკა მდინარაძე - ცოცხალი ადამიანი ვერ ნახეს, რომელიც წინ დაუდგებოდა და დაიწყეს ქვების სროლა, ჭიშკრის მონგრევა, როგორღა უნდა დამტკიცდეს რომ დემონსტრაცია სამწუხაროდ არ არის მშვიდობიანი?
თბილისში, რამდენიმე ადგილას აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს
ალექსანდრე დარახველიძე - აქციის მონაწილეები იყენებენ გაურკვეველი წარმოშობის მხუთავ აირებსა და გაზს, რომლებიც არცერთ ღია ქსელურ მაღაზიებში არ იყიდება, გავარკვევთ, როგორ მოხვდა მათ ხელში ეს საშუალებები
არქივი