იაგო კაჭკაჭიშვილი - საერთაშორისო საზოგადოება ოპოზიციას ლამის უპირობოდ მოუწოდებს, შევიდეს პარლამენტში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
281 08 აპრილი 2021, 00:24

  სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“  განაცხადა, რომ გიორგი გახარიას შეუძლია, მაღალი რეიტინგი შეინარჩუნოს, მაგრამ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორი იქნება დაბრუნების შემდეგ მისი პოლიტიკური პოზიციონირება საზოგადოებაში.

„გააჩნია, რომ დაბრუნდება, შეინარჩუნებს თუ არა თვითმყოფადობას და ჩამოყალიბდება თუ არა, როგორც ხელისუფლების, ისე „ნაციონალური მოძრაობის“ ალტერნატივად. ამ შემთხვევაში მას შეუძლია, მაღალი რეიტინგი შეინარჩუნოს, ხოლო თუ ეს დამოუკიდებლობა ილუზორული და მოჩვენებითია, ცხადია, მისი რეიტინგი დაიწევს“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.

კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა, რომ IRI-ის კვლევაში პარლამენტის ბოიკოტის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება იმან გამოიწვია, რომ საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ასევე ახდენს პარლამენტის ბოიკოტირებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია.

„ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება ოპოზიციას ლამის უპირობოდ მოუწოდებს, შევიდეს პარლამენტში. ანუ, ინსტიტუციური ბრძოლის ინსტრუმენტი პარლამენტზე გავლით, ან პარლამენტში ბრძოლის ინსტრუმენტი, რომელიც ევროპული ღირებულებებიდან ერთ-ერთი წამყვანია, რაღაცნაირად, გადმოდის ამომრჩევლებზეც და ამან გამოიწვია პარლამენტის ბოიკოტის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება, NDI-ის კვლევასთან შედარებით“, – განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციას ჩალის ფასი კი არა, ჩალაძის ფასი აქვს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მთავარია სიმართლე
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვართ, მოვახერხებთ სწორედ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას, ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა
პრემიერი: ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოხვდა რეზოლუციაში, ზუსტად ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორიც აქვს ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არდაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე
მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: გუშინ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე ლაპარაკობდნენ და როდესაც ტყუილში ვამხილეთ, დღეს მესიჯი შეცვალეს - აღარ იციან, რით ავნონ საკუთარ ქვეყანას, თეორიულ გზებს ეძებენ, როგორ შეიძლება შეუჩერდეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია
საქართველოს საინვესტიციო და საგადასახადო პოლიტიკის თემაზე ეკონომიკური ფორუმის მეცამეტე დისკუსია გაიმართა
არქივი