ამირან გამყრელიძე - ვაქცინების მესამე მსოფლიო ომია, ძალიან დიდი უსამართლობაა ვაქცინების განაწილებაში, აცრილი ადამიანების 70 პროცენტი მოდის ათ დიდ ქვეყანაზე, დანარჩენ ქვეყნებში ეს გახლავთ მცირე დოზები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
157 27 თებერვალი 2021, 21:15

კოვაქსის“ პლატფორმის გარდა, ვაქცინის შემოტანაზე მუშაობა მიმდინარეობს პირდაპირ „ფაიზერთან“, „ასტრაზენეკასთან“, „მოდერნასთან“ და კიდევ რამდენიმე კომპანიასთან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით განაცხადა.

ფაიზერთან“ ისევ საუბარი მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, „ფაიზაერი“ „კოვაქსის“ პლატფორმით უნდა შემოვიდეს.  პირდაპირი კომუნიკაციაა ასევე „ფაიზერთანაც“. მომავალ კვირაში დანიშნულია ტელეკონფერენცია სამინისტროს ხელმძღვანელობით და იმედია, „ფაიზერისგან“ გვექნება კონკრეტული ინფორმაცია თარიღებზე, როდის შემოვა პირველი დოზები.

ასევე, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა „კოვაქსთან“ უკვე სხვა ვაქცინებზე, მათ შორის პირველ რიგში, არის „ასტრაზენეკა“. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა პირდაპირ „ასტრაზენეკასთან“, „მოდერნასთან“, კიდევ რამდენიმე კომპანიასთან და ქვეყანასთან. მიმდინარეობს მუშაობა ახალ ვაქცინებზე, რომლებიც უკვე უნდა გამოჩნდეს ბაზარზე დაახლოებით მაისი-ივნისში. მრავალმხრივი მუშაობა მიდის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მივიღოთ ვაქცინა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მაისის ბოლომდე 200 000-მდე მოქალაქის აცრა იგეგმება. გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში ვაქცინების განაწილება უსამართლოდ მიმდინარეობს.

„გვინდა, მაისის ბოლომდე 200 000-მდე ადამიანი ავცრათ, ხოლო ივნისიდან ქვეყანაში დაიწყოს მასობრივი აცრები. იცით, რომ წელს ჩვენი სამიზნე არის დაახლოებით 1 700 000 მოზრდილი ადამიანის აცრა ორჯერადად. 200 000 ადამიანს ნამდვილად ავცრით მაისის ბოლომდე.

ძალიან დიდი კონკურენციაა და პირდაპირ გეტყვით, ძალიან დიდი ბრძოლაა, ვაქცინების მესამე მსოფლიო ომია. მოგეხსენებათ, ძალიან დიდი უსამართლობაა ვაქცინების განაწილებაში, რადგან დღეს დილით აცრილი იყო მსოფლიოში 227 მილიონი ადამიანი და აქედან ძირითადი ნაწილი, ალბათ 70 პროცენტი მოდის ათ დიდ ქვეყანაზე, დანარჩენ ქვეყნებში ეს გახლავთ მცირე დოზები.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ყველა შეხვედრაზე, ეს იყო მიუნხენის კონფერენცია, თუ დავოსის ეკონომიკური ფორუმი, ყველგან გამახვილდა ყურადღება, რომ მსოფლიოში ვაქცინების განაწილებაში უსამართლობაა. ყველა მოუწოდებს, რომ როგორმე ეს უსამართლობა აღმოიფხვრას. ანუ, მდიდარმა ქვეყნებმა გადანაწილების მექანიზმი სწრაფად უნდა აამუშაონ, არ დაიცადონ, ვიდრე თავის მოქალაქეებს არ აცრიან და შემდგომ გადაანაწილებენ ვთქვათ სხვა ქვეყნებზე, რადგან ამ მდიდარ ქვეყნებს ნაყიდი და დაბევებული აქვთ უკვე ორჯერ, სამჯერ და ზოგს ხუთჯერ მეტი დოზა, ვიდრე წელს სჭირდებათ საკუთარი მოსახლეობის ასაცრელად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ვარდოსანიძე-კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული
თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ - ვისაც გვინდა გაგვატარეთ!
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს წინაპრებს ქვეყნის თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის თავი აქვს გაწირული და ჩვენ, მათ შთამომავლებს ვერ შეგვაშინებენ
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირში ნამდვილად არიან რაციონალურად მოაზროვნე, საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგება
არქივი