სავაჭრო ცენტრებისა და ბრენდული მაღაზიების ხელმძღვანელები ერთობლივ სამუშაო გეგმაზე შეთანხმდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
175 29 ნოემბერი 2020, 17:56

სავაჭრო ცენტრებისა და ბრენდული მაღაზიების ხელმძღვანელები ერთობლივ სამუშაო გეგმაზე შეთანხმდნენ, რომელსაც ბიზნეს ომბუდსმენსა და ხელისუფლებას მომავალ კვირაში გააცნობენ.

სავაჭრო ცენტრებისა და ბრენდული მაღაზიების დირექტორები დღეს შეიკრიბნენ და ერთობლივი სამოშაო გეგმა შეიმუშავეს. დირექტორების განცხადებით, წინასაახალწლოდ რამდენიმე დღით დიდი სავაჭრო ცენტრების გახსნა პანდემიის პირობებში მოსახლეობისთვის კარგ შედეგებს არ გამოიღებს. ამდენად, მათი მოთხოვნაა, გაიხსნას სავაჭრო ცენტრები რეკომენდაციების სრული დაცვით და ისინი მზად არიან, საამისოდ გაზრდილი სამუშაო საათებითაც იმუშაონ, ვიდრე წინასაახალწლოდ მხოლოდ რამდენიმე დღით მუშაობდნენ.

„ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე ვმუშაობთ, რომელიც გვინდა მთავრობას გავაცნოთ. ვთხოვ ბიზნესომბუდსმენს, რომ ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან“, - განაცხადა სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ დირექტორმა ზურაბ შავლაყაძემ.

„Retail Group Georgia“-ს დირექტორის რეზო მაღალაშვილის განცხადებით კი ისინი მთავრობას შესთავაზებენ, თუ რა ფორმატში შეუძლიათ, იმუშაონ დეკემბერსა და იანვარში.

„შეგვიძლია, პასუხისმგებლობა ავიღოთ გარკვეულ საკითხებზე, რომ კარგად ვმართოთ ნაკადები. თუმცა, ჩვენგან იქნება მოთხოვნა, რა პერიოდში გვინდა ვივაჭროთ. ეს არ იქნება ის ერთი კვირა, რომელიც ახლაა მოცემული. ჩვენ გვინდა, რომ ეს გახანგრძლივდეს“, - განაცხადა მაღალაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე: არაფერი გაუქმდება, ეს არის ქართველ ხალხზე გაბრაზებული რამდენიმე ევროპარლამენტარის ბრწკენა
შალვა პაპუაშვილი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნაზე: ეს არის პოლიტიკური კორუფციის ნათელი მაგალითი, როდესაც კრიმინალს და ანტიდემოკრატიული, წამების სისტემის შემქმნელს ჰყავს რამდენიმე მფარველი ევროპაში
შალვა პაპუაშვილი: კონგრესის მხრიდან ფინანსდება ამერიკის დემოკრატიის ფონდი, რომელიც საქართველოში თავის დაფინანსებას მალავს, ამიტომ ჩემი აზრით, ამ წუხილებს სჯობია, რომ იყვნენ გამჭვირვალენი ქართველი ხალხის მიმართ
პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავებაში თანამონაწილეობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ერთი პირის მიმართ დაიწყო
ეს არის რეზოლუციების იარაღად გამოყენება. ამ რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა
არქივი