ხატია დეკანოიძემ ბებიისა და ბაბუის საფლავზე პირობა დადო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
203 20 ოქტომბერი 2020, 18:09

პირობას ვდებ ჩემი ბებიის და ბაბუის საფლავზე, რომ ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ ოლიგარქისგან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ საჩხერეში განაცხადა,  სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარად გიორგი კაპანაძე წარადგინა.

 „აქ, სულ ერთ კილომეტრში არის ჩემი საყვარელი ბებიის და ბაბუის საფლავი. აქ გავატარე მთელი ბავშვობა. 31 ოქტომბერს ამ ქვეყანაში შეიცვლება ის უკუსვლა, რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე იყო. 31-ში დადგება ის დღე, როდესაც საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, ზუგდიდი, ბათუმი, თბილისი, გლდანი, ისანი, ყველა ერთად გავიმარჯვებთ სიღარიბეზე, გაჭირვებასა და კორუფციაზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის გავიმარჯვებთ. მინდა ჩემს საჩხერლებს, ჭიათურლებს მოვუწოდო, მივიდნენ და ხმა მისცენ გიორგის, რომელიც დაუღალავი მებრძოლია. პირობას ვდებ ჩემი ბებიის და ბაბუის საფლავზე, რომ ამ ქვეყანას ზუსტად გავათავისუფლებთ იმ ოლიგარქისგან, რომელმაც მოიკალათა ყველგან. მაგის სამშობლო არ არის, ჩვენი სამშობლოა. ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი, გასასხვისებელი ქვეყანა“, – განაცხადა დეკანოიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციას ჩალის ფასი კი არა, ჩალაძის ფასი აქვს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მთავარია სიმართლე
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვართ, მოვახერხებთ სწორედ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას, ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა
პრემიერი: ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოხვდა რეზოლუციაში, ზუსტად ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორიც აქვს ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არდაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე
მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: გუშინ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე ლაპარაკობდნენ და როდესაც ტყუილში ვამხილეთ, დღეს მესიჯი შეცვალეს - აღარ იციან, რით ავნონ საკუთარ ქვეყანას, თეორიულ გზებს ეძებენ, როგორ შეიძლება შეუჩერდეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია
საქართველოს საინვესტიციო და საგადასახადო პოლიტიკის თემაზე ეკონომიკური ფორუმის მეცამეტე დისკუსია გაიმართა
არქივი