Survation-ის კვლევა კასპი-გორის ოლქში - გიორგი ხოჯევანიშვილი "ქართული ოცნება" - 66,9%, ბადრი ბასიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" -15,7%
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
306 30 სექტემბერი 2020, 23:08

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation-მა "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა. საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში გამოკითხულია 1828 რესპონდენტი.

ბრიტანული კვლევითი ორგანიზაციის survation-ის მიერ დასმულ შეკითხვას, შიდა ქართლი: კასპი-გორის მაჟორიტარული ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში?

 72% აცხადებს, რომ თითქმის დარწმუნებულია, 8% ალბათ მიიღებს მონაწილეობას, 50-50 - 14%, 6% კი ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას.

კასპისა და გორის მაჟორიტარული ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? 

გიორგი ხოჯევანიშვილი "ქართული ოცნება" - 66,9%.

ბადრი ბასიშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" -15,7%.

ლევან თარხნიშვილი "ევროპული საქართველო" - 7,4%.

პაპუნა კობერიძე "ლელო" - 5,6%.

კობა მაზანაშვილი "პატრიოტთა ალიანსი" -3,8%.

მაჟორიტარობის სხვა კანდიდატი - 0,6%.

ამავე ოლქში, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?

61,9% აცხადებს, რომ ხმას "ქართული ოცნებას" მისცემდა, 

14,9% "ერთიან" ნაციონალურ მოძრაობას", 

5,7% - "ევროპულ საქართველოს", 

5,7% გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელს,  

4,3% "ლეიბორისტულ პარტიას", 

2,7% - "პატრიოტთა ალიანსს", 1,8% - "ლელოს", 

1,7% - "ერთიან საქართველოს", 0,8% - "გირჩს", 

თავისუფალ დემოკრატებს კი - 0,5%.

სამაუწყებლო კომპანიის დაკვეთით ავტორიტეტული ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია survation გამოკითხვებს აწარმოებს მთელ საქართველოში. ამჯერად, კვლევები, თბილისის ორ და რეგიონების ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.

კომპანია Survation-ს პოლიტიკური კვლევების და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია 12-19 სექტემბერს. 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციას ჩალის ფასი კი არა, ჩალაძის ფასი აქვს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მთავარია სიმართლე
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვართ, მოვახერხებთ სწორედ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას, ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა
პრემიერი: ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოხვდა რეზოლუციაში, ზუსტად ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორიც აქვს ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არდაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე
მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: გუშინ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე ლაპარაკობდნენ და როდესაც ტყუილში ვამხილეთ, დღეს მესიჯი შეცვალეს - აღარ იციან, რით ავნონ საკუთარ ქვეყანას, თეორიულ გზებს ეძებენ, როგორ შეიძლება შეუჩერდეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია
საქართველოს საინვესტიციო და საგადასახადო პოლიტიკის თემაზე ეკონომიკური ფორუმის მეცამეტე დისკუსია გაიმართა
არქივი