მესტიაში შუახნის ქალი დაჭრეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
226 18 სექტემბერი 2020, 18:23

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში შუახნის ქალი დაჭრეს. ექიმების ინფორმაციით, მას გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. 

პაციენტს ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა, ამჟამად კი, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

რაც შეეხება უშუალოდ შემთხვევას, დანაშაულის დროს ცოლ-ქმარი ეზოში მუშაობდა, რა დროსაც სახლის მიმართულებით დაუდგენელმა პირმა გაისროლა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 19-108, განზრახ მკვლელობის მცდელობა და 236, იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარება მუხლებით დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
მიხეილ ყაველაშვილი: რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ის თავის თავს უკვე აღარ ეკუთვნის
მაკა ბოჭორიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციაში სააკაშვილის საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევის რეალური მიზანია მაქსიმალური ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე და ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოხდეს დამნაშავეების გმირებად შერაცხვა
მაკა ბოჭორიშვილი ოპოზიციაზე: როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოს მას შეუძლია რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება როგორც ამას რუსეთი აკეთებს, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა
მაკა ბოჭორიშვილი: წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება, რაც შეეხება შეჩერების მექანიზმს, არანაირი საფუძველი, რაც გაწერილია ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტში, საქართველოსთან მიმართებით არ არსებობს
არქივი