ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობისთვის სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 26 აპრილი 2024, 17:56

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანის, ოთარ გელაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის აგვისტოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიაში, ბრალდებულებმა, შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით სიცოცხლისთვის სახიფათო, მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.

პროკურატურამ ორივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით) წარუდგინა. სასამართლომ ორივე მათგანი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს ხელისუფლების მიერ წარდგენილ გადაწყვეტილებას - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“
შვედეთის ელჩი: ჩვენ საქართველოს ზურგს არ შევაქცევთ. გვსურს, რომ ის გახდეს ევროკავშირის წევრი. ამავდროულად, გვაშფოთებს ახალი კანონმდებლობა
ზურაბ ჯაფარიძე - მე მაქვს რევოლუციის ორიგინალური მეთოდები და არავის ვუსმენ
გივი მიქანაძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ ხმელთაშუა და ახლო აღმოსავლეთის სპეციალური ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
მაკა ბოჭორიშვილი: მე არ ვიცი მეთიუ მილერი თავად რამდენად კარგად იცნობს ამერიკის კანონმდებლობას და თავად FARA-ს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველომ ძალიან კარგად გაიგო რას წარმოადგენს ამერიკული FARA
არქივი