43
07 მაისი 2024, 14:22
შვედეთის ელჩი იოჰან ფორსელი ქართულ მხარეს გამჭვირვალობის კანონის გამო აკრიტიკებს. დიპლომატი აცხადებს, რომ კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებს ზღუდავს და არ შეესაბამება შვედეთის შეხედულებებს.
„ჩვენ საქართველოს ზურგს არ შევაქცევთ. გვსურს, რომ ის გახდეს ევროკავშირის წევრი. ამავდროულად, გვაშფოთებს ახალი კანონმდებლობა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობებს ზღუდავს. ვშიშობთ, ის არ შეესაბამება იმ თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს და არ შეესაბამება სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით ჩვენს შეხედულებებს“, - განაცხადა ფორსელმა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |