მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ისე ვერ მოვიქცევით, როგორც წინა ხელისუფლება იქცეოდა და ცენზურას ვერ დავუშვებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
218 16 სექტემბერი 2020, 10:09
„2007 წლის 7 ნოემბერს ტვ „იმედის“ ეთერში სპეცრაზმის შეჭრა იყო იმ პროცესების კულმინაცია, რაც მანამდე მიმდინარეობდა და ვითარდებოდა“, -განაცხადა ტვ „იმედის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ნაძალადევის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ახალგაზრდებმა დღეს ეს თემები არ იციან. „მაშინდელი პრეზიდენტის მითითებით 1 საათში გადააყენეს ადამიანი, რომელიც არჩეული იყო და დაჭერით დაემუქრნენ მის მომხრეებს. მახსოვს, როცა ინტერვიუს ვაძლევდი, მაგალითად , ,,რუსთავი 2"-ს, ან საერთოდ არ უშვებდნენ ან ,,დაჩეხილს" უშვებდნენ. ვცდილობდი სიტყვები ისე დამელაგებინა, რომ ვერ ამოეჭრათ, ამიტომ საერთოდ აღარ უშვებდნენ ეთერში. ნიკა გვარამია მაშინ მთავარი პროკურორის მოადგილე იყო. იმ ფანჩატურის ხალხი, რომელიც ახლა ერთად არიან, მაშინ მსჯავრდებულებად გამოაცხადეს. შალვა ნათელაშვილი ძებნაში იყო და რუსეთის აგენტად მონათლეს. საზოგადოებაში იყო შიშის განცდა, რომ მსხვერპლი არ მოჰყოლოდა, ჟურნალისტები არ მოეკლათ. ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და შემდეგ გამოჩნდა კიდეც ეს. მედია დღეს თავისუფალი ნამდვილად არის. ამას ვერავინ უარყოფს. ეს არის თავისუფლების ფასი, რომელსაც ვიხდით. ჩვენ შეგნებულად ვთქვით, რომ თავისუფლება არის უმთავრესი. ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალება. ჩვენ ისე ვერ მოვიქცევით, როგორც წინა ხელისუფლება იქცეოდა და ცენზურას ვერ დავუშვებთ“, განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ამ რეზოლუციას ჩალის ფასი კი არა, ჩალაძის ფასი აქვს ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მთავარია სიმართლე
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვართ, მოვახერხებთ სწორედ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას, ეს არის ჩვენი პრინციპული ამოცანა
პრემიერი: ჩანაწერს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომელიც მოხვდა რეზოლუციაში, ზუსტად ისეთივე ჩალის ფასი აქვს, როგორიც აქვს ჩანაწერებს ლგბტ პროპაგანდის არდაშვებასა და სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე
მამუკა მდინარაძე რადიკალურ ოპოზიციაზე: გუშინ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე ლაპარაკობდნენ და როდესაც ტყუილში ვამხილეთ, დღეს მესიჯი შეცვალეს - აღარ იციან, რით ავნონ საკუთარ ქვეყანას, თეორიულ გზებს ეძებენ, როგორ შეიძლება შეუჩერდეთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია
საქართველოს საინვესტიციო და საგადასახადო პოლიტიკის თემაზე ეკონომიკური ფორუმის მეცამეტე დისკუსია გაიმართა
არქივი