სიცრუეა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მერია და გამგეობები პენსიონერებზე 200-ლარიან დახმარებას გასცემენ-თბილისის მერია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
269 14 სექტემბერი 2020, 17:42

სიცრუეა და დეზინფორმაციაა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს თბილისის მერია და გამგეობები პენსიონერებზე 200-ლარიან დახმარებას გასცემენ, - ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათი თქმით, ამ ცრუ ინფორმაციის გამო, დილიდან გამგეობების სერვისცენტრებში პენსიონერების რიგები არ წყდება.

„გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მათ შორის, რაიონების გამგეობები, პენსიონერებზე 200-ლარიან ფინანსურ დახმარებას გასცემს.

აღნიშნული ინფორმაციის გამო, რომელიც სრული სიცრუე და დეზინფორმაციაა, დღეს დილიდან გამგეობების სერვისცენტრებში პენსიონერების რიგები არ წყდება. ისინი აცხადებენ, რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით, აღნიშნული დახმარების შესახებ შეიტყვეს.

გვინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მსგავსი დახმარების პროგრამა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში არ მოქმედებს. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველ ნაწილს – პენსიონერებს ეხება“, - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო ვარდოსანიძე-კანონი რომელიც მოქმედებს რუსეთში, არის რუსული, კანონი რომელიც მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის ამერიკული და კანონი რომელიც მიიღება საქართველოში, არის და იქნება ქართული
თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ - ვისაც გვინდა გაგვატარეთ!
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს წინაპრებს ქვეყნის თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის თავი აქვს გაწირული და ჩვენ, მათ შთამომავლებს ვერ შეგვაშინებენ
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირში ნამდვილად არიან რაციონალურად მოაზროვნე, საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგება
არქივი