ალექსანდრე ტაბატაძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 24 აპრილი 2024, 22:33

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, ალექსანდრე ვინიკოვთან.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე.

„ჩვენ ვისაუბრეთ, ასევე, საპარლამენტო ზედამხედველობაზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობასა და კომიტეტის საქმიანობაზე“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ალექსანდრე ტაბატაძემ.

შეხვედრას ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის პოლიტიკური ოფიცერი ჟოზეფინ ალბარაზი დაესწრო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა თავის პარტნიორებთან და მათ შორის აშშ-თან თანამშრომლობით
The American Conservative: საქართველოს კანონი „უცხოური გავლენის შესახებ“ გონივრულია
სოზარ სუბარი: ვერ მივიღებთ ორმაგ სტანდარტს, რომ სხვაგან, თურმე მიღებულია 5 პოლიციელი ურტყამდეს ერთ ქალს, რომელიც ზის და არც კი ინძრევა და ჩვენთან, თურმე პოლიციას უფლება არ აქვს აღკვეთოს პარლამენტის შტურმი
შსს - გარკვეული პოლიტიკური ძალები, აქციის ორგანიზატორები გეგმავდნენ, ჩაეცვათ პოლიციის ფორმა, გაევრცელებინათ ინფორმაცია, თითქოს პოლიცია აქციას შეუერთდა, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ამგვარი პროვოკაციებისგან
საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გამოტოვოთ ეს ისტორიული შანსი
არქივი