სოზარ სუბარი: იმისთვის ვიბრძვით, რომ ევროპაში შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით - არა რაღაც უფორმო მასაში, არამედ ევროპაში, სადაც საქართველოს ექნება თავისი განსხვავებული, ძალიან მნიშვნელოვანი ხმა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 25 აპრილი 2024, 20:59
"ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი," - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" მიერ გავრცელებულ განცხადებას პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი. 

მისი თქმით, საქართველოს მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ საკუთარი ტრადიციული ღირებულებების დაცვით. 

„ჩვენი მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება, ოღონდ, ისიც უნდა გვესმოდეს,ს რომ ევროკავშირი არ არის ერთიანი. იქ არიან ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად არ ითვალისწინებენ ევროპულ ღირებულებებს და ადამიანები, რომლებსაც სურთ მართლაც ძლიერი ევროპა. ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი.
იმისთვის ვიბრძვით, რომ ევროპაში შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით, არა რაღაც უფორმო მასაში, არამედ ევროპაში, სადაც საქართველოს ექნება თავისი განსხვავებული, ძალიან მნიშვნელოვანი ხმა. ისევე, როგორც განსხვავებულია ესპანეთის, იტალიის, გერმანიის, შვედეთის ხმა, ასეთი უნდა იყოს საქართველოს ხმაც და ასეთ ევროპაში გვინდა. 
ევროპაში არიან ძალები, რომლებიც ამ ღირებულებებისთვის იბრძვიან და რომლებიც ცდილობენ ტრადიციული ევროპის გადარჩენას, განსხვავებით ზოგიერთი იმ ევრობიუროკრატისგან, რომლებიც ცდილობენ მთლიანად ევროპა დაუქვემდებარონ უცხო გავლენას და აქციონ იმ უფორმო მასად, სადაც არ იქნება მრავალფეროვნება," - განაცხადა სოზარ სუბარმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაშველებმა მდინარე ნაკრაში გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს
თამთა მეგრელიშვილი: დესტრუქციული ძალები აპრობირებულ გეგმას მიჰყვებიან, მაგრამ ავიწყდებათ რომ აქ საქართველოა და ქართველი ხალხი და სახელისუფლებო გუნდი ასეთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს არ დაუშვებს
მაია ბითაძე ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე: სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს მოქალაქე სამართალდამცავ ინსტიტუტს თავს ესხმის
მსოფლიო პატრიარქი ბართლომე რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, მძევლები გაცვალონ
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 5 და 6 მაისს ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა
არქივი