მაია ბითაძე ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე: სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს მოქალაქე სამართალდამცავ ინსტიტუტს თავს ესხმის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 05 მაისი 2024, 14:25

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის კომენტარს გამოეხმაურა, რომელიც სამართალდამცველებს ეხება. საუბარია ჯაფარიძის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ „პოლიციელებმა ვერ უნდა დაისვენონ, ღამეები უნდა ათენონ, რომ სიქა გაძვრეთ“

„სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს მოქალაქე სამართალდამცავ ინსტიტუტს ესხმის თავს და აგულიანებს მოქალაქეებს იმისკენ, რომ ზიანი მიაყენონ პოლიციელებს, რომლებიც უსაფრთხოების მთავარი გარანტიაა“, - აცხადებს ბითაძე.

ზურა გირჩი ჯაფარიძემ გუშინ, 4 მაისს განაცხადა:

„ყოველდღიური აქციები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ მათ ვერ შეძლონ პოლიციელების დასვენება. პოლიციელები უნდა იდგნენ, იმორიგეონ, ღამეები ათენონ, როგორც ჩვენ ვათენებთ, უნდა გაძვრეთ სიქა“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პოლონეთი რუსეთსა და ბელარუსთან საზღვრის გასაძლიერებლად 2.6 მილიარდამდე დოლარს დახარჯავს
რატი იონათამიშვილი პრემიერის შეთავაზებაზე: ვინც უარზეა, ისინი საკუთარი თავების ლუსტრაციას ახდენენ, რომ გამჭვირვალობის კანონი მათთვის არის მხოლოდ საბაბი, ხოლო მიზანი - არეულობა
გურამ მაჭარაშვილი: ახალგაზრდებისთვის შეთავაზება, რა თქმა უნდა, არის უმნიშვნელოვანესი, ეს მათ ინტერესში უნდა იყოს, რომ თუკი მართლა რაიმე რეალური არგუმენტაცია აქვთ ამ კანონპროექტის წინააღმდეგ, მოიყვანენ არგუმენტს და მერე პრემიერი უპასუხებს
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მდგომარეობა სტაბილური, თუმცა მძიმეა
„ფრანს პრესი“ - ირანში შვიდი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
არქივი