გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე გერმანიის სხვადასხვა ორგანოებმა რუსეთს17-ჯერ მიმართა, თუმცა უშედეგოდ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
286 11 აგვისტო 2020, 18:49

 ბერლინში 2019 წელს მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდების თხოვნით გერმანიის სხვადასხვა ორგანოებმა რუსეთის ხელისუფლებას 17-ჯერ მიმართეს. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ამის შესახებ მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა.

მაასის თქმით, არაერთი მიმართვის მიუხედავად, მოსკოვის მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. როგორც გერმანელმა დიპლომატმა აღნიშნა, გერმანიამ რუსეთს სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თხოვნით ოფიციალურად ორჯერ მიმართა, რაზეც არასრული პასუხი მიიღო.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით მოსკოვისთვის შესაძლო შედეგებზე საუბრისას, მაასმა აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია ბერლინის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. მისი თქმით, ამჟამად საქმეს სასამართლო სწავლობს.

„ჩვენ, გერმანიის მთავრობამ გადავწყვიტეთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთ. ის გადაწყვეტილება, რომელსაც სასამართლო გამოიტანს, ჩვენი რეაქციის საფუძველი გახდება. თუ სასამართლო მკვლელობასთან რუსეთის კავშირს დაადგენს, რა თქმა უნდა, ჩვენი რეაქციაც შესაბამისი იქნება“, - განაცხადა ჰაიკო მაასმა.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ბერლინში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით რუსეთმა გერმანული მხარის ყველა კითხვას უპასუხა.

„ჩვენმა უწყებებმა გერმანულ მხარეს გადასცეს ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა. ახლა ჩვენ გვსურს, ვნახოთ რაიმე მტკიცებულება იმ განცხადებებისა, რომლებიც გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ გააკეთა, როდესაც მკვლელობასთან რუსეთის კავშირზე განაცხადა. ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა ლავროვმა.

წარმოშობით ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. 2020 წლის ივნისში გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ რუსეთის ხელისუფლება ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთაში დაადანაშაულა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საპატრიარქო: უახლეს ისტორიაში ჩვენი ქვეყნის წინსვლა დაფუძნებული უნდა იყოს წმინდა ილია მართლის სიტყვებზე: ,,მამული, ენა, სარწმუნოება”
გია აბაშიძე: 100-დან 14 სენატორი თავხედურად ემუქრება სუვერენული საქართველოს პრემიერს, ვერ შეიმეცნეს ნეოკოლონიალიზმის აპოლოგეტებმა, რომ საქართველო აღარაა მათი კანტორა
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი არჩევანი გახლავთ ილია ჭავჭავაძის ენა, მამული, სარწმუნოება. ამ დევიზით ვიდგებით ჩვენ 29 აპრილს საყოველთაო შეკრებაზე, სადაც უამრავი ადამიანი შემოგვიერთდება
14 სენატორის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას - თუ პარლამენტი მიიღებს კანონს აგენტების შესახებ, იძულებული გავხდებით, წავახალისოთ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები
ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
არქივი